ბლოგი
საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტი
შენ არ შეგიძლია დაკარგო ის, რაც არ გაქვს
კლიენტი ყოველთვის ,,მართალია“?! ,,კლიენტს” არასოდეს არ შევყავართ შეცდომაში?!

ალბათ არ იქნება სიურპრიზი, როდესაც გაიგებთ რომ ,,პოტენციურ კლიენტებს’’ ხშირად შეცდომაში შევყავართ. გაყიდვების მენეჯერებმა არ უნდა იცხოვროდ ილუზიებში და არ უნდა დაიჯეროთ ის ფაქტი რომ თქვენ უკვე გყავთ ,,პოტენციური“ კლიენტი მაშინ, როდესაც ხშირად მათ შეცდომაში შევყავართ, ჩვენ კი ამას ვერ ვხვდებით ან არ გვინდა რომ მივხვდეთ.

მაგალითად ავიღოთ პირველი კონტაქტი პოტენციურ კლიენტთან: თქვენ ესაუბრეთ პოტენციურ კლიენტს, ერთხელ, მოკლედ, ტელეფონზე, შემდეგ გაუგზავნეთ მეილი და უკან დაგიბრუნდათ შემდეგი პასუხი ,, დიდი მადლობა ზარისათვის, ძალიან საინტერესო შემოთავაზება გაქვთ და დამაინტერესა თქვენმა პროდუქტმა, უახლოეს მომავალში დაგეკონტაქტებით შეხვედრისათვის“

რა ხდება ამის შემდეგ? გადის რამოდენიმე კვირა ან თვეებიც კი ისე რომ ,,პოტენციური კლიენტი“ არ გეხმიანებათ. შენ კიდევ ელოდები, არ გინდა რომ ,,შეაწუხო“.

სინამდვილეში სრული უფლება გაქვთ რომ  მიწეროთ ან დავეკონტაქტოთ ,,პოტენციურ კლიენტს“ და ვუთხრათ:  ,, გამარჯობა! შეხვედრის დანიშვნას ველოდებოდი, როგორც შევთანხმდით. აღარ შევხდეთ? შენ არ შეგიძლია დაკარგო ის, რაც არ გაქვს!

ხშირად გაყიდვების მენეჯერები ამბობენ,რომ არ შეუძლიათ მსგავსი შინაარსის წერილის გაგზავნა. რატომ? იმოტომ რომ მათ ეშინიათ შესაძლებლობის დაკარგვის, შესაძლებლობის? ხომ ვერ მეტყვით რომელ ,,შესაძლებლობაზეა“ საუბარი ?!

თუ შენ არ გაგაჩნია საკუთარი გაყიდვების სისტემა, მაშინ შენ ავტომატურად გადაეწყობი ,,პოტენციური კლიენტის” სისტემაზე რომელიც წაგიყვანთ იქნეთ, საითაც კლიენტს მოესურვება.


ავტორი: დავით ჩიკვაიძე