ბლოგი
საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტი
Evernote – ყველაფერი ერთ სივრცეში
ალბათ ხშირად გვინატრია, გვქონოდა ისეთი სისტემა, რომელსაც ექნებოდა ბლოკნოტის ფუნქცია, შემხსენებლის ფუნქცია, სხვადასხვა დოკუმენტების ფოტოგადაღების ფუნქცია, მისი დოკუმენტის ფორმატით შენახვა და რაც ყველაზე მთავარია, თავში მოსული იდეების ჩაწერა ისე რომ კლავიატურაზე ან მობილურში ასოების აკრეფვა და წვალება არ ყოფილიყო საჭირო, უბრალოდ რაღაც ჯადოსნური სისტემა, რომელსაც ეუბნები შენს გენიალურ აზრებს, რაც თავში მოგდის და ის ,,სისტემა“ კი ამ ყველაფერს იწერს რაღაცნაირად და იმახსოვრებს.

თუ თქვენც გაქვთ მსგავსი საჭიროება მაშინ აშკარად გაგიმართლად, იმიტომ რომ არსებობს ესეთი მარტივი და მომხმარებელზე მორგებული სისტემა, რომელსაც ზემოჩამოთვლილი ფუნქციების გარდა დამატებით უამრავი რამ გააჩნია. ამ სისტემას ,,Evernote” ქვია.
განსაკუთრებით მოსახერხებელია Evernote მობილურის აპლიკაცია, რომელშიც ძალზედ საჭირო ფუნქციებს ნახავთ, როგორიცაა:
  1. Speech to text – იწერს თქვენს მიერ წარმოთქმულ სიტყვებსა და წინადადებებს ტექსტად აქცევს და ინახავს. აღიქვავს მხოლოდ ინგლისურ საუბარს, შესაბამისად თავისუფლად შეგიძლიად გამოსცადოთ თქვენი გამოთქმა ინგლისურში.
  2. Business Card Camera – ეს არის სუპერკომფორტული ფუნქცია. ამიერიდან, შეგიძლიათ დაემშვიდობოთ იმ სავიზიტო ბარათების შეგროვებას რომელიც სხვადასხვა შეხვედრაზე გადმოგცეს. აღნიშნული ფუნქციის დახმარებით თქვენი ტელეფონის კამერა დაასკანერებს სავიზიტო ბარათს, იდენტიფიცირებას გაუკეთებს პიროვნებას დასკანერებული სავიზიტო ბარათის მეშვეობით, მონახავს ,,ლინქდინზე” მის კონტაქტს და ამავდროულად ყველაფერს ერთ სივრცეში მოგიქცევთ.
  3. Document Camera – ძალზედ სასარგებლო რამ. მისი საშუალებით ტელეფონის კამერა თითოეულ ფურცელს ასკანერებს და დოკუმენტად აღიქვავს რაც ფოტოს უმაღლეს ხარისხს განაპირობებს და შენახული დოკუმენტი დედანისაგან არ განსხვავდება.
  4. Audio – საოცრება რომელზეც ალბათ ადრე მხოლოდ თუ გიოცნებიათ. თავში მოგდის იდეა, აკლიკებ აუდიოს ფუნქციას, იწყებთ საუბარს და სისტემა ამ ყველაფერს იმახსოვრებს აუდიოჩანაწერის სახით, თქვენ მხოლოდ სახელს არქმევთ. როდესაც გახსენება დაგჭირდებათ, თქვენ შეძლებთ თქვენივე სნააზრვის მოსმენას, თანაც ნააზრევის რომელიც უკვე დასათაურებულია. როგორც ფსიქოლოგები აღნიშნავენ, გენიალური იდეები, ძირითადად არასამუშაო გარემოში მოდის, რასაც ეს ერთი შეხედვით მარტივი, მაგრამ ძალიან საჭირო ფუნქცია მიხედავს. მთავარია არ დაგეზაროთ თქვენი იდეის ხმამაღლა გამოთქმა და შემდეგ დასათაურება.
  5. Text note – თქვენი პირადი უბის წიგნაკი. შეგიძლიათ ჩაწეროთ ან ჩახატოთ ყველაფერი და შენახვა სისტემას მიანდოთ.
  6. Attachment – ნებისმიერი დოკუმენტის ატვირთვა და მის ქვეშ რაიმე ჩანაწერის გაკეთება. საოცრად კომფორტულია ისეთი ადამიანებისათვის ვისაც კარგი ფოტომეხსიერება აქვს მაგრამ დანახულიდან გამოწვეული ემოციები და იდეები მალევე ავიწყდება.
ევერნოუთს კიდევ სხვა უამრავი ღირსება გააჩნია მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, არის უფასო მობილური აპლიკაციისა და კომპიუტერული აპლიკაციის აგრეთვე ,,ვებ ბეიზდის“ სახით, არანაირ ადგილს არ იკავებს თქვენს მობილურსა და კომპიუტერში. იგი ქლაუდ სისტემით მუშაობს და ყველაფერს ,,ღრუბლებში“ ინახავს. აქვე აღსანიშნავია რომ ზემოთჩამოთვლილი ნებისმიერი ინფორმაციის გაგზავნა შეგიძლიათ როგორც საკუთარ აგრეთვე სხვის მეილებსა თუ ჩატში რომელიც ევერნოუთის კიდევ ერთი დამატებითი ღირსებაა.


ამ ერთი აპლიკაციით თქვენ შეძლებთ ყველაფრის მოქცევას ერთ სივრცეში რაც თქვენს საქმიან ცხოვრებას უფრო სასიამოვნოსა და მოხერხებულს გახდის.
ავტორი: დავით ჩიკვაიძე