ბლოგი
საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტი
ამბების მოყოლის ხელოვნება
ადამიანები სწავლობენ და ფიქრობენ ისტორიებით.
ამბების მოყოლა გვახსენებს ჩვენს ღრმა მოგონებებს, რომლებიც შენახულია თავის ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროში. მოგონებების სიტყვებად გადაქცევა კი მარცხენა ნახევარსფეროს საქმეა. ამბის თხრობაში ორივე ნახევარსფერო თანაბარი ძალებით ერთვება.
ამბავის მოყოლამდე მნიშვნელოვანია მთავარი გზავნილის განსაზღვრა. დედააზრის გააზრების შემდეგ, შენ შეგიძლია მასზე ააგო ისტორია.
როგორც ცნობილია, საუკეთესო ლიდერები კომუნიკაციას იწყებენ კულმინაციიდან და იწყებენ კითხვეით - „რატომ?“

განვიხილოთ ამბის თხრობის ძირითადი ეტაპები:
  • ამბის მოყოლა იწყება გარემოებების აღნიშვნით. გარემოებებში კი იგულისხმება: დრო, ადგილი, პრესონაჟების აღწერა და ა.შ. ყოველ ისტორიას გააჩნია დამახასიათებელი გარემოებები, მათი საშუალებით გვექმნება წარმოდგენა და ისტორიაში მოგზაურობის შესაძლებლობა.
  • შემდეგი ეტაპი არის კვანძის შეკვრა, ანუ სიტუაციის გართულება. სიტუაციის გართულების გარეშე არ არსებობს სიუჟეტი, სიუჟეტის გარეშე კი არ არსებობს ისტორია. სიტუაციის გართულებაში შესაძლოა მოიაზრებოდეს, პერსონაჟის ცხოვრებისეული სირთულეების წინაშე დადგომა.
  • გარდამტეხი მომენტი, ანუ შემობრუნების წერტილი- ეს მომენტი განსაკუთრებით დატვირთულია ემოციებით.
ამბის თხრობა გაყიდვებში
გაყიდვა- ეს არის ადამიანზე გავლენის მოხდენა, რათა შეიცვალოს აზრი, ირწმუნოს ის, რისიც შენ გჯერა.ზუსტად ამას აკეთებენ ეფექტური ლიდერები, მასწავლებლები, პოლიტიკოსები და ადვოკატები.
ჩვენ ძალიან ხშირად ვყვებით სხვადასხვა შინაარსის ისტორიებს მეგობრებთან, საქმიან შეხვედრებზე თუ ბავშვებთან ძილის წინ. ყოველ ჩვენს ისტორიას აქვს მთავარი არსი, დედააზრი, რომელიც მათ ხდის საინტერესოს, როგორც ეს კარგ ფილმებში თუ ნაწარმოებებშია.
იმისათვის რომ მყიდველზე მოვახდინოთ ზეგავლენა, აუცილებლად უნდა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენ ამბავსაც აქვს მთავარი არსი, რომელიც გვინდა რომ კლიენტს გადავცეთ.
ჩვენი ამბავი რომ გავლენის მომხდენი იყოს კლინტზე, აუცილებელია, ვიცოდეთ მისი შესყიდვების ციკლი, ანუ ის, თუ როგორ იღებს ყიდვასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს.
შესყიდვების ციკლი შესაძლოა დამოკიდებული იყოს ინდუსტრიაზე, შესყიდვების რაოდენობაზე, რამდენი ადამიანია ჩართული შესყიდვაში და ა. შ.

შესყიდვის ციკლი:
  • პირველ რიგში, კლიენტის ცნობიერებაში პრიორიტეტი მისი საჭიროებებია.
  • მეორე ფაზაში კლიენტი იწყებს ფიქრს, თუ როგორ შეიძლება დაიკმაყოფილოს ეს საჭიროებები, ანუ ეძებს გზებს და განიხილავს დეტალებს.
  • მესამე ეტაპზე გადასვლისას კი კლიენტი იღებს გადაწყვეტილებას.

ავტორი: დავით ჩიკვაიძე