ბლოგი
საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტი
ბლოგი
გელასთან ტელეფონი რეკავს.  ,,შეფი“ ეძახის. კაბინეტში უხმობს. მოკითხვის შემდეგ ეუბნება რომ მისი დაწინაურების დრო მოვიდა და განყოფილება უნდა ჩაიბაროს.
საშინლად წვიმს.  წვიმა ნელნელა უფრო ძლიერდება. გელა შარშია. მისი ძველი ,,ტროიკის“ მხოლოდ ერთი ფარი ანათებს, მეორე ფარი წინა შაბათს დალეწა ძმაკაცის ქორწილში. საქარე მინის საწმენდიც ცუდად მუშაობს.
გელას ღამე კარგად არ სძინავს. ლელაზე ფიქრობს. ლელა გუშინწინ გაიცნო, ახლობლის ქორწილში. ძალიან მოეწონა. მართალია ზუსტად არ იცის, სინამდვილეში ლელა როგორია, იმიტომ რომ ლელას ვიზაჟისტმა საოცრება ჩაიდინა. არაუშავს,  გელას, ლელა ისეთიც მოეწონება, როგორც სინამდვილეში არის.
დილაა. გელა ისევ საცობშია. ისევ აგვიანებს.
საცობში ფეისბუქს სქროლავს, სიგნალებით ხვდება, რომ შუქნიშანზე ყველა ფერი აინთო და ჩაქვრა. საპასუხოდ თვითონაც ასიგნალებს, აბა სხვას ხომ არ შეარჩენს სიგნალს. ან რატომ უნდა შეარჩინოს?!
თქვენ თუ შეძლებთ დაეუფლოთ ამ უნარს, რაც ცალსახად სწავლადია, მაშინ მშობლებს  და მეგობრებს უფრო მეტად ეყვარებით,  მეუღლესაც და