სერტიფიცირებული გაყიდვების ტრენერი
კატეგორია - ღია ტრენინგები
ტრენინგის შინაარსი

გაყიდვებში გარკვეული ცოდნისა და გამოცდილების დაგროვებას მისი გაზიარების სურვილი მოჰყვება. ხშირ შემთხვევაში შეიძლება დაწინაურდე და გაყიდვების გუნდი ჩაგაბარონ. პასუხისმგებლობები იზრდება და შენ მიერ დაგროვილი ცოდნის გაზიარება კოლეგებისა და გუნდის წევრებისათვის აუცილებელი ხდება. 
მსგავს სიტუაციებში ერთ მთავარ სირთულეს ვაწყდებით, არ ვიცით თუ როგორ გადავცეთ დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება ჩვენი გუნდის წევრებს მარტივად და ეფექტურად. 
ხშირად ტრენიგინგისა და სემინარების ჩასატარებლად სხვადასხვა სპეციალისტს მივმართავთ, თუმცა ვხვდებით, რომ მსგავსი ტრენინგები უფრო თეორიული ხასიათისაა, ნაკლებად ერგება კონკრეტული დარგის სპეციფიკას და ვერ იძლევა კონკრეტულ შედეგებს გაყიდვებში. 
კურსი „სერთიფიცირებული გაყიდვების ტრენერი“ არის უნიკალური შესაძლებლობა მათთვის, ვინც ფიქრობს, რომ საკმარისი გამოცდილება დააგროვა გაყიდვების სფეროში და მზად არის ეს ცოდნა გადასცეს სხვებს.

გაყიდვების ტრენერი ცალკე პროფესიაა, შესაბამისად  თქვენ შეძლებთ ისწავლოთ, თუ როგორ ასწავლოთ კონკრეტული გაყიდვების უნარ-ჩვევები გუნდის წევრებს. განვითარდეთ თქვენ, როგორც მენეჯერი (ხელმძღვანელი) და განავითაროთ თქვენი გუნდიც. 

alt
ტრენინგი განკუთვნილია:

მათთვის ვისაც უშუალოდ უწევს გაყიდვების გუნდის, კორპორატიული გაყიდვების და რთული მოლაპარაკებების მართვა და სურვილი აქვს რომ თავისი ცოდნა და გამოცდილება ეფექტურად და მარტივად გადასცეს საკუთარი გუნდის წევრებს.
აღნიშნული კურსი ასევე საინტერესოა მათთვის, ვინც გაყიდვების სფეროშია დასაქმებული და სურვილი აქვს, პიროვნული განვითარების პარალელურად შეიძინოს კიდევ ერთი პროფესია.

როგორ წარიმართება სწავლების პროცესი

პროგრამა შედგენილია კონკრეტულ პრაქტიკულ ქეისებზე, საერთაშორისოდ აღიარებულ მასალებზე და ადაპტირებულია ქართულ რეალობაზე.  
სწავლების პირველ ნაწილში კურსის ავტორები გაგიზიარებენ გაყიდვების კონკრეტულ პროგრამას და აგრეთვე იმ ტექნიკებს, რომელიც უშუალოდ გაყიდვების ტრენინგის და ვორქშოფის პრაქტიკულობასა და წარმატებას განაპირობებს.
ტრენინგის პარტნიორია @teamboat-ი. მისი დამფუძნებელი, პაატა პაპავა, შეხვედრების ფარგლებში მსმენელებს გაუზიარებს ტრენერთა ტრენინგის უახლეს, აპრობირებულ პროგრამებს სწავლებისა და მენტორინგის მიმართულებით (TOT, TOM).
პირველი ექვსი შეხვედრა დაეთმობა უშუალოდ პროგრამის სწავლების პროცესს, ხოლო დარჩენილი ოთხი  შეხვედრა კი იქნება მხოლოდ პრაქტიკა, სადაც ტრენინგის მონაწილეები კურსის ფარგლებში თვითონვე უზრუნველყოფენ საკუთარი ტრენინგის ორგანიზებას, გაყიდვას და თავად ჩაატარებენ ტრენინგს გაყიდვებში.
 
 
სწავლების პროცესში მონაწილეებს გადაეცემათ საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტის ლიტერატურა, ონლაინ კურსები და ყველა სხვა დამატებითი მასალა, რომლებიც აუცილებელია თეორიული ცოდნის გასაღრმავებლად კონკრეტულ საკითხებში.


 
პროგრამა

კლიენტთან პირველი კონტაქტი - როგორ დავრეკოთ ( I შეხვედრა) 

პირველი ზარი - 5 წამის პრინციპი
რას ვყიდით პირველი კონტაქტისას?
როგორ დავპოზიციონირდეთ პირველი ინტერაქციისას.
ვის ტერიტორიაზე შევხვდეთ ? 
როგორ ვასწავლოთ თანამშრომლებს პირველი ზარის პრინიპი. 
 
პრეზენტაცია - როგორ იღებს ტვინი გადაწყვეტილებებს (II შეხვედრა) 

რა ვიცით ჩვენს პროდუქტზე?
პროდუქტის თვისებები და უპირატესობები
რას ნიშნავს პროდუქტის სარგებელი
რატომ უნდა იყიდონ თქვენგან?
როგორ ვასწავლოთ და გადავამოწმოთ თანამშრომლის ცოდნა პროდუქტის შესახებ (ჩეკლისტი) 
 
წინააღმდეგობების დაძლევა - შავი გედის პრინციპი (III შეხვედრა) 

კლიენტის არსებული გამოცდილება
შეკითხვის დასმა = წინააღმდეგობას? 
წინააღდეგობების იდენტიფიცირება
როგორ ვაქციოთ წინააღმდეგობა საკუთარ სარგებლად? 
როგორ ვასწავლოთ და გადავამოწმოთ თანამშრომლის ცოდნა წინააღმდეგობების დაძლევის შესახებ (ჩეკლისტი) 
 
ჯვარედინი გაყიდვები (IV შეხვედრა) 

როდის გავყიდოთ ჯვარედინად ?
ჯვარედინი გაყიდვების ტექნიკები
აქტივობა - რას რა პროდუქტს ვუკავშრებთ.
სიტუაციური ამოცანები - ჯვარედინი გაყიდვა. 
როგორ ვასწავლოთ და გადავამოწმოთ თანამშრომლის ცოდნაჯვარედინი გაყიდვების შესახებ (ჩეკლისტი) 
 
TOT  (V შეხვედრა) 

როგორ სწავლობენ ზრდასრულები? სწავლისა და სწავლების საბაზისო პრინციპები 
როგორ დავგეგმოთ და მოვამზადოთ ეფექტური ტრენინგი 
სამოდელო სესია - ეფექტური სწავლების აქტივობები
სწავლების სამფაზიანი ჩარჩო: შემზადება, ცოდნის დაუფლება, განმტკიცება-გამთლიანება 
 
TOT  (VI შეხვედრა) 

პრაქტიკუმი ტრენინგის სესიის დაგეგმვაში 
აქტივობის წარმართვის სტრატეგიები და ტექნიკები 
აუდიტორიის მართვა 
განმავითარებელი უკუკავშირი და ცოდნის შეფასება 
 
პრაქტიკული სამუშაო (VII შეხვედრა) 

ტრენინგის ჩატარება წყვილში (სრულიად უცხო დამსწრეებთან)
მონაწილის მიერ ჩატარებული ტრენინგის შეფასება მენტორებისგან.
შემდგომი სამოქმედო ნაბიჯების გაწერა.
 
პრაქტიკული სამუშაო (VIII შეხვედრა) 

ტრენინგის ჩატარება წყვილში ( სრულიად უცხო დამსწრეებთან)
მონაწილის მიერ ჩატარებული ტრენინგის შეფასება მენტორებისგან.
შემდგომი სამოქმედო ნაბიჯების გაწერა.
 
პრაქტიკული სამუშაო (IX  შეხვედრა) 
 
ტრენინგის ჩატარება წყვილში ( სრულიად უცხო დამსწრეებთან)
მონაწილის მიერ ჩატარებული ტრენინგის შეფასება მენტორებისგან.
შემდგომი სამოქმედო ნაბიჯების გაწერა.
 
პრაქტიკული სამუშაო ( X შეხვედრა) 

ტრენინგის ჩატარება წყვილში (სრულიად უცხო დამსწრეებთან)
მონაწილის მიერ ჩატარებული ტრენინგის შეფასება მენტორებისგან.
შემდგომი სამოქმედო ნაბიჯების გაწერა.

ტრენერები: დავით ჩიკვაიძე, პაატა პაპავა

კურსი დაიწყება: 10 მარტიდან

შეხვედრები ჩატარდება სამშაბათს და ხუთშაბათს 19:00 საათიდან 22:00 საათამდე

ტრენინგის ჩატარების ადგილი: "ტერმინალი" აბაშიძის 34

ტრენინგის ღირებულება: 1690 ლარი (ყველა გადასახადის ჩათვლით)