src="https://www.facebook.com/tr?id=352094352371757&ev=PageView&noscript=1" />
ციფრული მარკეტინგი და გაყიდვები
ციფრული მარკეტინგი და გაყიდვები

შინაარსი
მარკეტინგი და გაყიდვები, ყოველთვის  გულისხმობდა კომუნიკაციას სწორ დროსა და სწორ ადგილას. ტრადიციული მარკეტინგული არხები, თავის ამოცანას  ისევ ასრულებენ, თუმცა დღეს, მომხმარებლებს ყველაზე ხშირად ინტერნეტ სივრცეში ვხვდებით. იქ, სადაც ისინი დროის უდიდეს ნაწილს ატარებენ - საქმიანი თუ პირადი მიზეზებით.  

alt

თანამედროვე სამყაროში, განსაკუთრებული ადგილი, სწორედ ციფრულ მარკეტინგს და ციფრული არხებით კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების გაყიდვას უკავია.  ამის მიუხედავად, ციფრული შესაძლებლობები, ხშირად  არ არის ბოლომდე რეალიზებული. გავრცელებული მცდარი სტერეოტიპების გამო, ციფრული მარკეტინგი,  სირთულეებთან ასოცირდება.

ამ მოცემულობაში, ბევრი საშუალო თუ დიდი კომპანია, ცდილობს სხვადასხვა გზით გაზარდოს გაყიდვები და ცნობადობა; თუმცა, პროცესში, ისინი დიდი რისკის ქვეშ დგებიან: არასწორი დაგეგმარებით დაკარგონ დრო და სახსრები, რომლებიც ამა თუ იმ  მარკეტინგული აქტივობისკენ აქვთ მიმართული.  

ძალიან ხშირად, შედეგის მომცემი კამპანიების დასაგეგმად, ციფრულ მარკეტინგში მიღებული თეორიული ცოდნა არ არის საკმარისი. კურსი ,,ციფრული მარკეტინგი და გაყიდვები” დაფუძნებულია ადგილობრივ და საერთაშორისო გამოცდილებაზე, რომლის ფარგლებშიც, მსმენელები პრაქტიკულ ცოდნას მიიღებენ, სხვადახვა ტიპის კომპანიების მაგალითებზე დაყრდნობით. 

კურსი “ციფრული მარკეტინგი და გაყიდვები”, არის შესაძლებლობა პროფესიონალებისთვის, რომლებიც ზრუნავენ კომპანიის სწრაფ ციფრულ ტრანსფორმაციაზე და იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სურთ, ბიზნეს ინდუსტრიაში არსებულ თანამედროვე მოთხოვნებს მოერგონ, თუნდაც დამატებითი შემოსავლის მიღების მიზნით. 

ტრენინგი განკუთვნილია:

პროფესიონალებისთვის, რომლებიც უშუალოდ  არიან ჩართულები მარკეტინგულ აქტივობებში, კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების პოზიციონირებაში. მათთვის, ვინც ყოველდღიურად ზრუნავენ გაყიდვების ზრდაზე და ამისთვის, ახალ და ეფექტურ გზებს ეძებენ.

როგორ წარიმართება სწავლების პროცესი

პროგრამა ეფუძნება როგორც თეორიულ ცოდნას, ისე ადგილობრივ და  საერთაშორისო პრაქტიკულ მაგალითებს; საქართველოს ბაზარზე დანერგილ, უკვე მრავალჯერ გამოცდილ სხვადასხვა პრინციპსა და გადაწყვეტას. 

სწავლების პროცესში, კურსის ავტორი, გაგიზიარებთ ციფრული მარკეტინგის ტექნიკებს, რომლებიც აუცილებელია სწრაფი შედეგის მისაღებად; თქვენ დაეუფლებით ინსტრუმენტებს, რომელთა საშუალებითაც, ხარჯების ოპტიმიზაციას შეძლებთ და მინიმალური სარეკლამო ბიუჯეტით, მაქსიმალურად ეფექტურ შედეგზე გახვალთ.

კურსი მოიცავს სხვადასხვა ტიპის პრაქტიკულ სამუშაოს, რაც მსმენელს საშუალებას მისცემს, მიღებული ცოდნა, საკუთარი პროდუქტის თუ ბიზნესის რეალობას მოარგოს. 

მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი ლიტერატურა,  რაც  მიმდებარე თემების უფრო სიღმირეულად შესწავლაში დაეხმარებათ. 

ტრენინგის მიზანი:

კურსის გავლის შემდეგ მონაწილემ დამოუკიდებლად უნდა შეძლოს ციფრული მარკეტინგის გამოყენებით გაყიდვების დაგეგმვა.

პროგრამა

ციფრული მარკეტინგის ძირითადი არხები ( I შეხვედრა) 
ციფრული მარკეტინგის არხების მიმოხილვა (FB/IG/Tripadvisor/Youtube/Linkedin/Website..)
ვინ შეიძლება გამოიყენოს ციფრული მარკეტინგი (რეალური კომპანიების ქეისები)
ძირითადი ტერმინების განმარტებები.
რას შეიძლება მივაღწიოთ ციფრული მარკეტინგით (ძირითადი მიზნები)
ტრადიციული მედია VS ციფრული მედია
ვინც ითვლის ის იგებს

ციფრული სტრატეგიის შემუშავება (II შეხვედრა) 
პროდუქტის და მომსახურების აღწერა
მარკეტინგული მიზნები
აუდიტორიის შეფასება და კვლევა
მომხმარებლის ჭეშმარიტება (consumer truth)
ციფრული რეპუტაცია (ქეისების განხილვა)
Key Message-ის ფორმირება/თეგლაინი/საძიებო სისტემებისთვის სწორი სიტყვების პოზიციონირება
კონკურენტების ანალიზი სოც ქსელში და ბენჩმარკის ფუნქცია

Content is a king (III შეხვედრა) 
რა არის კონტენტი და რითი განისაზღვრება მისი ავკარგიანობა
სხვადასხვა კომპანიების კონტენტის განხილვა
Tone of voice
ვიზუალური გადაწყვეტის მნიშვნელობა
ვიზუალების ფორმატები
UGC - მომხმარებლის მიერ შექმნილი კონტენტი
ინფლუენსერების მონაწილეობა კონტენტ მარკეტინგში
Insight - როგორ მივიდეთ ინსაითამდე და როგორ გარდავქმნათ სარეკლამო კონტენტად.
ვიზუალების ფორმატები

როგორ გავყიდოთ სოციალური მედიაში? (IV შეხვედრა) 
FB/IG/Tripadvisor/Youtube/Google - ის გაყიდვების ინსტრუმენტები
Sales Funnel-ის აწყობა
რემარკეტინგი
Lead Generation ტიპის რეკლამა
ქართული  კომპანიების  წარმატების ისტორიები.
Affiliate Digital Makreting

ბრენდის პოზიციონირება და რეპუტაციის შექმნა   - FB ედვერთაიზინგი (V შეხვედრა) 
პროდუქტი VS ბრენდი
პრობლემა / ინსაითი / კრეატიული გადაწყვეტა
კრეატიული გადაჭრის ქეისების განხილვა
ციფრული რეპუტაციის შექმნა
რეპუტაციის მნიშნველობა გაყიდვებში
Shop
Facebook Catalog Manager
Custom Audiences
Lookalike Aidiences
Ads manager (სწავლა/კეთების პროცესი)
ბიუჯეტი ოპტიმიზირება
A/B testing - split testing
Campaign objective-ების განსაზღვრა
Message - კამპანიები
Conversion - როგორ მივიდეთ საბოლოო გაყიდვამდე

Customer Journey  - მონეტიზაცია (VI შეხვედრა) 
რეპორტინგი / რეპორტის განხილვა
როგორ იწყობა რეპორტი
მომხმარებლის გზა საბოლოო ყიდვამდე
Google Analytics
Pixel /Remarketing / Tag manager
Trigger და მომხმარებლის მოგზაურობა
დღიური აქტიური იუზერების მნიშნველობა
მონეტიზაცია
retention

გაყიდვებზე ორიენტირებული საიტის აწყობა  (VII შეხვედრა) 
limited time offer
landing page-ის მნიშვნელობა ონლაინ გაყიდვებში
CTA-ების დამატება მიზნებიდან გამომდინარე
სარეკლამო კამპანიის ოპტიმიზაცია გაყიდვაზე
placement

ციფრული მარკეტინგული კამპანიის დაგეგმვა (VIII შეხვედრა) 
იდეების ფორმირება (პრაქტიკული სამუშაო)
სარეკლამო გაშლა
ინსაითის გამყარება
ბიუჯეტის განსაზღვრა
დამატებითი არხების მოძიება იდეის განხორციელებისთვის
ინფლუენსერების მონაწილეობა და არხები.
Google - საძიებო სისტემებში რეკლამირება.

პრაქტიკული დავალებების პრეზენტაცია


შეხვედრები ჩატარდება სასტუმრო "ბილტმორში".
კურსის ღირებულება: 890 ლარი