ბიზნეს მოლაპარაკებების ფსიქოლოგია
კატეგორია - ღია ტრენინგები
ჩვენ ყოველდღიურად ვართ ჩართულები მოლაპარაკებების პროცესებში.
მოლაპარაკების უნარები ხშირ შემთხვევაში არის გასაღები ბიზნესისა თუ პიროვნული წარმატების. მოლაპარაკების პროცესის ეფექტურად წარმართვა გვაძლევს საშუალებას მივაღწიოთ დასახულ მიზნებს.

alt


კურსი განკუთვნილია:

ყველასთვის ვისაც უწევს ბიზნეს მოლაპარაკებების წარმართვა და აქვს სურვილი განივითაროს მოლაპარაკებების უნარები.


პროგრამა მოიცავს:

პრაქტიკოს ტრენერი და ფსიქოლოგი კურსის ფარგლებში დაფარავენ მოლაპარაკების ეფექტურად წარმართვისთვის ყველა საჭირო ნაბიჯს, როგორ დაგეგმოთ, განახორციელოთ და მიაღწიოთ დასახულ მიზნებს.
პრაქტიკული სავარჯიშოებისას მონაწილეებს საშუალება მიეცემათ, მიღებული ცოდნა მოარგონ რეალურ ქეისებს.


ტრენერები: დავით ჩიკვაიძე, ნათია ფანჯიკიძე

კურსი დაიწყება 11 მაისიდან

შეხვედრები ჩატარდება ორშაბათს და ოთხშაბათს 19:00 საათიდან 22:00 საათამდე

ტრენინგის ხანგრძლივობა: 18 საათი (ექვსი სამსაათიანი შეხვედრა)

ტრენინგის ჩატარების ადგილი: "Home • სახლი", მიხეილ წინამძღვრიშვილის 87 ტრენინგის

ღირებულება: 1150 ლარი (ყველა გადასახადის ჩათვლით)

 
 
22.11.2019