კლიენტები ჩვენზე
საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტი

კლიენტები ჩვენზე

თინათინ ბონი - ჯეოსელი ეიჩარ და ადმინისტრაციული განყოფილების დირექტორი
ძალიან კმაყოფილი ვარ დავითთან თანამშრომლობით. მინდა ხაზი გავუსვა მის საოცრად დადებით ხასიათს, რაც ძალიან კარგად მოქმედებს გუნდზე. იმის გარდა, რომ დავითი ძლიერი პროფესიონალია, ის შეუდარებელი პიროვნებაა და გააჩნია რთული თემის მარტივად გადმოცემის უნარი. სიამოვნებით ვიმუშავებ მასთან კიდევ.
გიორგი მაკარიძე - კომპანია მოგოს რეგიონალური მენეჯერი
როდესაც გაყიდვების ტრენინგის ჩატარება გადავწყვიტეთ, კოლეგებსა და პარტნიორებს ვთხოვეთ დახმარება. დავითი აღმოჩნდა #1 ტრენერი, რომელსაც ყველამ ერთხმად გაუწია რეკომენდაცია..
სოსო ფიფია - კომპანია ვაბაკოს დამფუძნებელი
თქვენ იშვიათად შეხვდებით ისეთ პროფესიონალსა და პრაქტიკოს ტრენერს, როგორიც დავითია. მისი სტრატეგიული ხედვა, ტრენინგებს უფრო ღირებულად აქცევს კომპანიებისათვის.
ირინე ჯანჯღავა - სან პეტროლიუმ ჯორჯიას HR ხელმძღვანელი
ირინე ჯანჯღავა - სან პეტროლიუმ ჯორჯიას HR ხელმძღვანელი დავითის ტრეინინგში მონაწილეობა არ არის მხოლოდ „ინფორმაციის მიღება“. მასთან კონტაქტის დროს ჩართული ხარ სრულად კონკრეტულ თემებში და თავად მიდიხარ რაციონალური გადაწყვეტილებებისკენ. პროფესიონალი ადამიანი, რომელთანაც სასიამოვნოა როგორც თანამშრომლობა, ასევე მეგობრობა.
მაკა კუკავა - საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის დირექტორი
მიუხედავად იმისა რომ რთულია მოკლედ ისაუბრო დავით ჩიკვაიძის პროფესიონალიზმზე, კოლეგების შეფასებებს დავამატებდი, რომ იგი არის ტრენერი რომლის ტრენინგებიც არამარტო ეფექტური, არამედ ეფექტიანი და შედეგზე ორიენტირებულია. მოხარული ვარ რომ წლების განმავლობაში მქონდა მასთან მუშაობის საშუალება და მის პროფესიონალიზმს სრულად ვენდობი.
ლელა ზერაკიძე - გდ ჰოლდინგის ად. რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
რამოდენიმე წელიწადია, რაც მაქვს დავითთან ბიზნეს პარტნიორობა ჰოლდინგში შემავალი კომპანიების, სავაჭრო განყოფილებაში მომუშავე თანამშრომლების განვითარების კუთხით. დავითს ჩატარებული აქვს არაერთი ხარისხიანი ტრეინინგი. ვაფასებ დავითს, როგორც მაღალი კლასის პროფესიონალს, რომელიც მუდმივად ზრუნავს ახალი, ინოვაციური ტრეინინგების მომზადება / დანერგვაზე.
ლიკა ნოზაძე - ვითიბი ბანკის ეიჩარ მენეჯერი
პრაქტიკული, საინტერესო, შედეგებზე ორიენტირებული. ესე შეაფასეს ჩვენი ფილიალის მენეჯერებმა გაყიდვების ტრენინგი, რომელიც დავითმა ჩაგვიტარა 2015 წლის დეკემბერში.