src="https://www.facebook.com/tr?id=352094352371757&ev=PageView&noscript=1" />
მონაცემთა ანალიზი გაყიდვებში

მონაცემთა ანალიზი გაყიდვებში

შინაარსი
 
დღევანდელ სამყაროში მონაცემთა მოგროვება და ანალიზი კრიტიკულად მნიშვნელოვანი გახდა ბიზნეს გადაწყვეტილებების მისაღებად. მონაცემთა გამოყენების გზით, ლიდერებს უკეთესი შესაძლებლობა აქვთ უფრო მეტი სიცხადითა და სიზუსტით დაგეგმონ თავიანთი ბიზნეს სტრატეგია. 
საქართველოში, ბიზნესის განვითარებისა და კონკურენტული გარემოს შემქნასთან ერთად უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება სტრატეგიული ნაბიჯების გადადგმა გაყიდვებში, რასაც უკვე აღარ ჰყოფნის გადაწყვეტილების მიღების ტრადიციული მეთოდები. ამასთან, მომხმარებელიც ბევრად უფრო კრიტიკული და სენსიტიური გახდა, რისთვისაც აუცილებელია დიდ თუ საშუალო კომპანიებს ყოველთვის მათ პულსზე ეჭიროთ ხელი.
მონაცემთა ანალიზი ჩვენთან ახალი მიმართლებაა და სფეროშიც იშვიათია გამოცდილი სპეციალისტები. შესაბამისად, მოცემული კურსის ფარგლებში გვინდა გამოვიტანოთ სწორედ ის გამოცდილება, რაც უკვე დაგროვდა ქართულ კომპანიებში და ასევე, განვიხილოთ საერთაშორისო პრაქტიკა. 
კურსი “Data_Driven გაყიდვები“ არის უნიკალური შესაძლებლობა მათთვის, ვინც ორგანიზაციაში იღებს ბიზნეს გადაწყვეტილებებს  და გეგმავს გაყიდვების სტრატეგიებს. ფაქტობრივად, ესაა გზა, მონაცემთა უკან დავინახოთ რა უნდა მომხმარებელს და ჩვენი შეთავაზებები მოვარგოთ სწორედ მათ მოთხოვნებს. 

alt
კურსის მიზანი
კურსის მიზანია მსმენელებმა გააცნობიერონ მონაცემთა ანალიზზე დაუძნებული გაყიდვების უპირატესობა, ისწავლონ მონაცემთა ანალიტიკა და დამოუკიდებლად შეძლონ გაყიდვების მართვა. მსმენელებს ეცოდინებათ: 
• როგორ შეისწავლონ მიზნობრივი აუდიტორია; 
• როგორ გააკეთონ ტარგეტირებული გაყიდვა;
• როგორ შექმნან ახალი გაყიდვადი პროდუქტი;
• როგორ გააკეთონ არსებული და ახალი პროდუქტების გაყიდვის პროგნოზირება; 
 
 
კურსი  განკუთვნილია 
მათთვის, ვისაც კომპანიაში უწევს სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება კომერციული გეგმების, გაყიდვების სტრატეგიებისა და გუნდის მართვის კუთხით: 
• მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელები
• გაყიდვების გუნდის მენეჯერები
• გაყიდვების მენეჯერები
• კომერციული მენეჯერები
• სტარტაპის ხელმძღვანელები / დამფუძნებლები
• ბიზნეს ანალიტიკოსები
კურსი ასევე საინტერესოა მათთვის, ვინც დაინტერესებულია მონაცემთა მოგროვებისა და მართვის, მათი ანალიზის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებების გაცნობისა და შესწავლის მიმართულებით
 
როგორ წარიმართება სწავლების პროცესი
 
პროგრამა შედგენილია თეორილ მასალასა და მის შესაბამის პრაქტიკულ ქეისებზე დაყრდნობით. კურსის ფარგლებში უმეტესად გამოყენებული იქნება ქართული კომპანიების მაგალითები, რომლებიც წარმატებით იყენებენ Data-driven გაყიდვებს. 
პირველი შეხვედრები დაეთმობა უშუალოდ მონაცემთა მოგროვების წყაროებსა და მეთოდებს, ხოლო შემდეგ განხილული იქნება მათი ანალიზისა და გამოყენების გზები.  თითოეულ ეტაპზე, მონაწილეებს ექნებათ პრაქტიკული დავალებები, რომლებიც მათი კომპანიების საჭიროებებიდან გამომდინარეობს და ხელს შეუწყობს კურსის თეორიული ნაწილის პრაქტიკაში გადატანას. 
 
 
 
პროგრამა

რა არის Data-driven გაყიდვები? 
• რა არის მონაცემები? რა საჭიროა მონაცემების სისტემური  მოგროვება?
• რა წყაროები არსებობს მონაცემთა მოგროვებისთვის? 
• რა სისტემები და სოფტები გამოიყენება Data-driven გაყიდვებში? (PowerBI, SQL, R Edision, Excell) 
• რა შეიძლება მივიღოთ მონაცემების ანალიზით?
• ვის სჭირდება მონაცემთა ანალიტიკა გაყიდვებისთვის? 
• როგორ იყენებენ ქართული კომპანიები Data-driven გაყიდვებს? 
 
როგორ შევქმნათ გაყიდვადი პროდუქტი?  
• როგორ განვსაზღვროთ ნიშა?
• როგორ გავაკეთოთ ბაზრის სეგმენტაცია?
• ვინ არიან კონკურენტები?
• რა ფაქტორები უნდა გავითვალისწინოთ პროდუქტის შექმნისას?
• რა ფასი დავადოთ პროდუქტს?
• როგორ გავაკეთოთ პროდუქტის ტესტირება?
 
ვინ იყიდის ჩვენს პროდუქტს?  
• როგორ გავაკეთოთ ინდუსტრიის ანალიზი?
• როგორ შევისწავლოთ პოტენციური მომხმარებელი?
• როგორ შევისწავლოთ კონკურენტები?
• როგორ ვიპოვოთ მიზნობრივი აუდიტორია / მომხმარებელი?
• სად და რა გზებით მივწვდეთ მიზნობრივ აუდიტორიას?
• როგორ დავსახოთ ბაზარზე ოპერირების სტრატეგიები?
 
რა უნდა ჩვენს მომხმარებელს?
• რა ღირებულება აქვს ჩვენს მომხმარებელს დროში (CLV)?
• როგორ განვსაზღვროთ მომხმარებლის სასიცოცხლო ციკლი?
• ვინ არიან ლოიალური მომხმარებლები? (NPS & SCI)
• როგორ ავაწყოთ რეკომენდაციების სისტემა?
• როგორია ქართული კომპანიების გამოცდილება და პრაქტიკა?
 
როგორ გავაკეთოთ გაყიდვების პროგნოზირება?
• როგორია ჩვენი მომხმარებლის გადინება?
• როგორ გავაკეთოთ მომხმარებლის კალათის ანალიზი?
• რა მოდელები არსებობს ფასის ოპტიმიზაციისთვის?
• როგორ დავიბრუნოთ მომხმარებელი?
• როგორ გავაკეთოთ Data_driven Forcast?
• როგორია ქართული კომპანიების გამოცდილება და პრაქტიკა?

ტრენინგის ხანგრძლივობა: 8 შეხვედრა (24 საათი)
დაწყების დრო: 19:00 სთ
ტრენინგის ღირებულება: 990 ლარი (ყველა გადასახადის ჩათვლით)
შეხვედრები ჩატარდება: 9 ნოემბრიდან სასტუმრო "ბილტმორში"
რეგისტრაციის ბოლო დღე: 4 ნოემბერი