Sales MBA

alt 
საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტის პროექტი Sales MBA-ს მესამე  ნაკადის მიღებას იწყებს

პროექტი განკუთვნილია 26 წლამდე ახალგაზრდებისთვის და მოიცავს 6 თვიან სწავლებას (ორ ეტაპად 6-6 შეხვედრა თითოეულ ეტაპზე) გაყიდვების მიმართულებით და დასაქმების პროგრამას.

პროექტი სრულად დაფინანსებულია საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტის მიერ. Sales Mba-ზე მოხვედრა ავტომატურად გულისხმობს “ საერთაშორისო გაყიდვების უნსტიტუტის“ პარტნიორ კომპანიებში დასაქმებას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

პარტნიორი კომპანიების არასრული ჩამონათვალი: ლიბერთი ბანკი, ჯი არ სი, კრისტალი, ნექსია თიეი და ა.შ. Sales MBA-ს პირველი და მეორე ნაკადის  კურსდამთავრებულები მუშაობენ ისეთ კომპანიებში, როგორებიც არის: ლივინგსტონი, ორიენტლოგიკი, პალიტრამედია, ჯიარსი და სხვა.



პროექტში მონაწილე კანდიდატები, კონკურსის წესით შეირჩევიან.


აპლიკაციის მიღების პირობები:

  •  26 წლამდე ახალგაზრდა.
  • მიმდინარედ არ უნდა იყოს დასაქმებული არცერთ სექტორში.
  •  ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია.
  • სქესს, საცხოვრებელ ადგილს და სასწავლებელს არ აქვს მნიშვნელობა.
  • უნდა იყოს სრულწლოვანი.
  •  უფროს კურსელებს მიენიჭებათ უპირატესობა.

 შერჩევა/გასაუბრების ეტაპები

 I ეტაპი - რეზუმეების გადარჩევა

II ეტაპი - სატელეფონო გასაუბრება

III ეტაპი - პირისპირ გასაუბრება

IV ეტაპი - ჯგუფური გასაუბრება

V ეტაპი - საბოლოო კანდიდატების შერჩევა და დაბარება

   

  სწავლების პროცესი

 სწავლებას ექნება პრაქტიკული ტრენინგის ფორმატი და გაიმართება კვირა დღეს,  10:00-დან 17:00-მდე.

  კურსის მთავარი თემები:

  •  საცალო გაყიდვები
  •  კორპორატიული გაყიდვები
  • სადისტრიბუციო გაყიდვები
  • Business English for Sales

 დაინტერესებულმა პირებმა რეზუმეები უნდა გამოგზავნონ შემდეგ მისამართზე: info@isi.ge

 



ლიდერობა და მოტივაცია ეგვიპტეში

ლიდერობა და მოტივაცია  ეგვიპტეში
1 კაცი ორადგილიან ნომერში გადაიხდის 834 $ 1 კაცი ერთადგილიან ნომერში გადაიხდის 1050 $