შესყიდვების მართვა

შესყიდვების მართვა


შესყიდვები ორგანიზაციული მართვის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც პირდაპირპროპორციულად უკავშირდება კომპანიის ფინანსულ პროცესებს. შესყიდვებზე მოდის კომპანიის კომერციული სტაბილურობისა და წარმატების მნიშვნელოვანი წილი.

სწორედ ამიტომ, გთავაზობთ კურსს, რომელიც საშუალებას მოგცემთ პრაქტიკაში გადაიტანოთ თეორული ცოდნა, გაანალიზოთ თქვენი სამუშაო პროცესი, მიიღოთ კონკრეტული რეკომენდაციები და გააკეთოთ დასკვნები თქვენი კომპანიის შესყიდვების ორგანიზებასთან დაკავშირებით. წარმოდგენილი სავარჯიშოები, რომელიც ემყარება ადგილობრივ და საერთაშორისო გამოცდილებას, დაგეხმარებათ ეფექტიანად და წარმატებულად მართოთ თქვენი გუნდი და საქმნიანობა.

alt

ტრენინგი განკუთვნილია

მათთვის, ვინც უშუალოდ ჩართულია შესყიდვებისა და ლოგისტიკურ პროცესებში ან მართავს შესყიდვების გუნდს. გეგმავს, ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს შესყიდვების პროცესს, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე. განკუთვნილია მათთვის, ვისი საქმიანობაც უკავშირდება მნიშვნელოვანი კომერციული პროცესების დაგეგმვას, მართვას და სტრატეგიული მოლაპარაკების პრცესებში ჩართულობას.

ტრეინინგის უპირატესობები


ტრეინინგი აგებულია პრაქტიკულ დავალებებზე და რეალურ ქეისებზე, რაც საშუალებას მოგცემთ გაიმყართ თეორიული ცოდნა და მიღებული პრაქტიკული სავარჯიშოებიდან თავად გამოიტანოთ თქვენთვის მნიშვნელოვანი დასკვნები.

ტრეინინგის უპირატესობებია:

1. პრაქტიკული სავარჯიშოები და დავალებები;

2. ქართული და საერთაშორისო რეალობიდან აღებული ქეისების ანალიზი;

3. შესყიდვებისა და გადაზიდვების სფეროს პრაქტიკოსი ტრენერები;

4. რეალური მოლაპარაკებები, რეალური შეცდომები და წარმატებები;

5. ინდივიდუალურად თქვენი საქმიანობისათვის მნიშვნელოვანი რეკომენდაციები.

პროგრამა მოიცავს


ექვსი შეხვედრის განმავლობაში თქვენ შეეხებით და გაანალიზებთ სრულ ლოგისტიკურ ციკლს, რომელიც მოიცავს ბაზრის კვლევას, ანალიზს, ტენდერების ორგანიზების სპეციფიკას. უშუალოდ ჩაერთვებით მოლაპრაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესში. მიმოიხილავთ გადაზიდვებთან, საბაჟო ტერმინლებთან და საწყობის მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს.

I შეხვედრა- შესავალი

  •  მიზნები და ამოცანები
  • ადგილობრივი და საერთაშორისო შესყიდვების სპეციფიკა
  • შესყიდვის ტიპები - რისკები და უპირატესობები
  • ლოგისტიკური ციკლი: ბაზრის კვლევა და ანალიზი, შესყიდვა, გადაზიდვა, საწყობი.
  •  შესყიდვების მართვის თქვენი სტრატეგია
  • გუნდი და დელეგირება

II შეხვედრა - საკომუნიკაციო სტრატეგია

  •  როგორ მოვამზადროთ შესყიდვისთვის საჭირო ინფორმაცია
  • „სამართლიანობის პრინციპი“
  •  საკომუნიკაციო სტრატეგია - Win-win თუ win-lose
  •  პირველი კონტაქტი მომწოდებელთან. როგორ დავპოზიციონირდეთ - მეილი და ზარი
  •  პირველი შეხვედრა მომწოდებელთან

 III შეხვედრა - ლოგისტიკური ციკლი (მოწვეული ტრენერი) ტექნიკური საკითხები - შესყიდვების პროცედურების სწორი დაგეგმვა და დოკუმენტაციის წარმოება

  • შესყიდული საქონლის ტვირთად გარდაქმნა - რას ნიშნვს ტვირთის დამუშავება და გამზადება ტრანსპორტირებისათვის
  • კოლეგა თუ კლიენტი - ურთიერთობა გადამზიდავებთან და ექსპედიტორებთან
  • როგორ ავიცილოთ თავიდან დამატებითი ხარჯები და შეთანხმებული ფასის ცვლილება
  • საბაჟო პროცედურები - საბაჟო ხარჯები და ტერმინალი
  • საწყობი - სასაწყობე ფართის შერჩევა და ლოგისტიკური პროცესების მართვა

IV. შეხვედრა - მოლაპარაკება შესყიდვებში

  • მოლაპარაკების ეტაპები
  • როგორ მივიღოთ საუკეთესო შემოთავაზება
  • ხელშეკრულების ხელმოწერამდე იქონიეთ გეგმა „ბ“
  • ხელშეკრულება - გადახდის პირობები და საბანკო ინსტრუმენტები
  • კომერციული პირობების შეთანხმების სპეციფიკა ადილობრივ და საერთაშორისო შესყიდვებში

V შეხვედრა - გადაწვეტილებების მიღების მნიშვნელოვანი ასპექტები

  • რა ასპექტებით ვიღებთ გადაწყვეტილებებს - ემოცია და ლოგიკა
  • შესყიდვების დროს დაშვებული შეცდომები
  • „Catch and Release“
  • „გაყიდვების პირისპირ“ (მოწვეული ტრენერი)

VI შეხვედრა - კურსის შეჯამება

  • განვლილი მასალის მიმოხილვა
  • რეალური ქეისების ანალიზი (ჯგუფური დავალება/გამოცდა)
  • თქვენი წარმატებული და წარუმატებელი შესყიდვა - რამ განაპირობა
  • შედეგი დასკვნითი ნაწილი

ტრენერი: ეკატერინე თავთავაძე

კურსი დაიწყება 18 ნოემებრიდან

შეხვედრები ჩატარდება ყოველ ორშაბათს და ოთხშაბათს, 19:00-დან 22:00-მდე

ტრენინგის ხანგრძლივობა: 18 საათი (ექვსი სამსაათიანი შეხვედრა)

ტრენინგის ჩატარების ადგილი: "ტერმინალი", აბაშიძის N 34 

ტრენინგის ღირებულება: 735 ლარი