ჩვენ შესახებ

„საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტი“ 2016 წელს დავით ჩიკვაიძემ დააფუძნა. ინსტიტუტი გაყიდვების სფეროში დასაქმებულ ადამიანებს სთავაზობს ტრენინგებს და სასწავლო კურსებს გაყიდვების მიმართულებით. კურსები შედგენილია კონკრეტულ პრაქტიკულ ქეისებსა და საერთაშორისოდ აღიარებულ თეორიებზე დაყრდნობით და მორგებულია ქართულ რეალობას. გაყიდვების სფერო სწრაფად მზარდია და უწყვეტ სწავლასა და განვითარებას ითხოვს. ის, რაც ამ მიმართულებით რამდენიმე წლის წინ ეფექტიანად მუშაობდა, დღეს უკვე მოძველებულად მიიჩნევა. შესაბამისად, ძველი მეთოდები ვერ გააღებს ახალი შესაძლებლობების კარს. ISI-ის ამოცანაა, მუდმივად გაგიზიაროთ სიახლეები, მოგცეთ პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება, რაც გაყიდვების ზრდისა და ბიზნესის განვითარების ახალ შესაძლებლობებს აღმოგაჩენინებთ.

Isi

ჩვენი გუნდი

დავით ჩიკვაიძე
დავით ჩიკვაიძე
დამფუძნებელი, დირექტორი, მენტორი

დავითი გაყიდვების სერთიფიცირებული ტრენერია, 16 წლიანი გამოცდილებით გაყიდვების, მომსახურების მართვისა და ლიდერშიპის მიმართულებით. დავითი ავტორია წიგნისა „ანტი გაყიდვები“, რომელიც როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო ბაზარზე, Amazon-ზეც წარმატებით იყიდება.

ანდრო დგებუაძე
ანდრო დგებუაძე
პარტნიორი მენტორი

ბიზნეს-კონსულტანტი მენეჯმენტის, ფინანსებისა და IT მართვის სფეროში. იგი ასევე არის კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორი. თანამშრომლობდა ისეთ ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან როგორიცაა USAID და მსოფლიო ბანკი. ანდრო ამასთანავე ბლოგერია, მონაწილეობა აქვს მიღებული საჯაროდ სიტყვის გამოსვლის არაერთ პლატფორმაში როგორც საქართველოში (NX), ისე საზღვარგარეთ (TED).

ეკატერინე თავთავაძე
ეკატერინე თავთავაძე
პარტნიორი მენტორი

ეკატერინე შპს ქართუ ლოჯისთიქსის დირექტორია. 15 წლიანი გამოცდილებით შესყიდვების მიმართულებით. მას უმუშავია სხვადასხვა კომპანიებში შესყიდვების სფეროში, იგი ასევე არის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ლექტორი.

თეკლა დუნდუა
თეკლა დუნდუა
მარკეტინგის ხელმძღვანელი

Sales MBA - ის მეხუთე ნაკადის კურსდამთავრებული. თეკლა დღეს ინსტიტუტის მარკეტინგის დეპარტამენტში საქმიანობს.

ჯემიკო კაკაბაძე
ჯემიკო კაკაბაძე
ოპერაციების დირექტორი

Sales MBA - ის მეოთხე ნაკადის კურსდამთავრებული. ჯემიკო დღეს ინსტიტუტის საოპერაციო განყოფილებას ხელმძღვანელობს.

ნინო დვალიძე
ნინო დვალიძე
პარტნიორი მენტორი

Women'secret და Cortefiel საქართველოს წარმომადგენლობის თანადამფუძნებელი.

თორნიკე ტურიაშვილი
თორნიკე ტურიაშვილი
პარტნიორი მენტორი

ციფრული სააგენტო „კრაკენის“ და „გიფერის“ დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი. იგი ასევე არის „ელვის დელივერის“ თანადამფუძნებელი და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ლექტორი.

ხათუნა ბეგაძე
ხათუნა ბეგაძე
პარტნიორი მენტორი

შპს ქართუ ლოჯისთიქსის საერთაშორისო გადაზიდვების და საბაჟო პროცედურების განყოფილების უფროსის მოადგილე.

ეკატერინე ორბელაძე
ეკატერინე ორბელაძე
საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტის წარმომადგენელი ბათუმში

ეკატერინე 15 წელზე მეტია საბანკო სფეროში მოღვაწეობს, გაყიდვების მიმართულებით. ამჟამად არის "იშბანკის" უფროსი კორპორატიული მენეჯერი. ეკატერინე არის ინსტიტუტის წარმომადგენელი და პროექტების ხელმძღვანელი ბათუმში.

მარიკა ნებიერიძე
მარიკა ნებიერიძე
პარტნიორი მენტორი

ტრენერი 20+ წლიანი გამოცდილებით. ჩატარებული აქვს: ბიზნეს CPD, გაყიდვები და CRM, ხალხის მენეჯმენტი, ToT, Teambuilding და სხვა ტრენინგები, სხვადასხვა აუდიტორიისთვის, ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე.

შაკო მამუკაშვილი
შაკო მამუკაშვილი
ფოტო და ვიდეოგრაფი

ფოტო და ვიდეოგრაფი 10 წელზე მეტი გამოცდილებით. შაკო 7 წელია ინსტიტუტის გუნდის წევრია.