შესყიდვების მართვა

შესყიდვების მართვა

რა როლი აქვს შესყიდვებს კომპანიის ორგანიზაციულ მართვასა და ფინანსურ დაგეგმარებაშიკომპანიის წარმატებას და ფინანსურ სტაბილურობას განსაზღვრავს შესყიდვების ეფექტური მართვა.

კურსის ფარგლებში განვიხილავთ ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე არსებულ ქეისებს, რომელიც დაგეხმარებათ ეფექტურად და წარმატებულად მართოთ ქვენი გუნდი და საქმიანობა.

კურსი განკუთვნილია მათთვის, ვინც უშუალოდ ჩართულია სტრატეგიულ მოლაპარაკებებში, გეგმავს მნიშვნელოვან ლოჯისტიკურ და კომერციულ პროცესებს და მართავს შესყიდვებს, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.

კურსის მსვლელობისას პრაქტიკოს მენტორებთან ერთად შევეხებით და გავაანალიზებთ შესყიდვებისა და ლოჯისტიკურ სრულ ციკლს, რომელიც მოიცავს:

  • ქართული და საერთაშორისო რეალობიდან აღებული ქეისების ანალიზსს;
  • ბაზრის კვლევას, ანალიზს და ტენდერების ორგანიზების სპეციფიკას;
  • მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესს;
  • გადაზიდვების, საბაჟო ტერმინალებისა და საწყობის მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს;
  • პრაქტიკოსი მენტორებისგან მნიშვნელოვან რეკომენდაციებს ინდივიდუალურად თქვენს ქეისებზე.
  • I შეხვედრა
        • შესყიდვების მართვის ციკლი და ძირითადი პრინციპები
        • ადამიანური რესურსი - პროცესი - დოკუმენტაცია
        • ბაზრის კვლევა და მომწოდებლებთან თანამშრომლობის სტრატეგია (SRM;SE)
        • შესყიდვის ტიპები - რისკები და უპირატესობები
        • "სამართლიანობის პრინციპი" შესყიდვებში
  • II შეხვედრა
        • საკომუნიკაციო სტრატეგია - Win-win თუ Win-lose
        • ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია
        • წარმატებული მოლაპარაკების ძირითადი პრინციპები
        • რა გზით ვიღებთ გადაწყვეტილებას - ემოცია და ლოგიკა
        • შესყიდვის დროს დაშვებული შეცდომები
  • III შეხვედრა
        • კოლეგა თუ კლიენტი - ურთიერთობა გადამზიდავებთან და ექსპედიტორებთან
        • რას ნიშნავს ტვირთის დამუშავება და გამზადება ტრანსპორტირებისთვის
        • შესყიდვების პროცედურების სწორი დაგეგმვა და დოკუმენტაციის წარმოება
        • როგორ ავიცილოთ თავიდან დამატებითი ხარჯები და შეთანხმებული ფასის ცვლილება
        • დამალული ნაღმები - პრაქტიკული მაგალითები
  • IV შეხვედრა
        • კატეგორიის მენეჯმენტის როლის მიმოხილვა - პროცესი მოლაპარაკებიდან მოლაპარაკებამდე
        • შესყიდვებსა და გაყიდვებს შორის გასავლელი 15 საფეხური
        • კატეგორიის მართვის ეფექტურობის განმსაზღვრელი კრიტერიუმები
        • მარაგების მართვის მიმოხილვა: მოწოდების ჯაჭვი, ეფექტური მარაგები, მარაგების უწყვეტობა, გადაჭარბებული და დეფიციტური მარაგები
        • კომპანიის დონეზე მარაგების ბრუნვადობის კოეფიციენტის გამოთვლა
  • V შეხვედრა
        • ფასწარმოქმნა
        • მარგინალობა, მისი სტრატეგიული განსაზღვრა კატეგორიისა თუ პროდუქტის სასიცოცხლო ციკლში
        • კატეგორიაში შემავალი პროდუქტის საფასო სეგმენტაცია
        • კატეგორიის მართვის სამოქმედო მატრიცა ABC ანალიზი
        • საფასო პოზიციონირება ბაზარზე
        • ჩადებული ინვესტიციის უკუგება და ბრუნვა
        • ფულის ღირებულების მართვა და ამ ინსტრუმენტის გამოყენება კატეგორიის მართვაში
  • VI შეხვედრა
        • ხელშეკრულება - გადახდის პირობები და საბანკო ინსტრუმენტები
        • საბანკო გარანტია და აკრედიტივი
        • საგარანტიო ვადა და საჩივარი
        • კომერციული პირობების შეთანხმების სპეციფიკა ადგილობრივ და საერთაშორისო შესყიდვებში
ეკატერინე თავთავაძე
ეკატერინე თავთავაძე
პარტნიორი მენტორი
ნინო დვალიძე
ნინო დვალიძე
პარტნიორი მენტორი
ხათუნა ბეგაძე
ხათუნა ბეგაძე
პარტნიორი მენტორი