კ. ჩალაძის 13
+995 551 830 283
ფატიმა აქუბარდია, სს "პროკრედიტ ბანკის" შესყიდვების სპეციალისტი, "შესყიდვების მართვის" კურსის შესახებ
პირველ რიგში, ჩემს სფეროში მოღვაწე ადამიანების გაცნობა მინდოდა, კონტაქტების, გამოცდილების და შესაძლებლობების გაზიარება, რაც ნამდვილად მომცა ამ კურსმა. გავიცანი ძალიან ბევრი პროფესიონალი და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი გარემო იყო ნეთვორქინგისთვის.
ამ კურსს, ასევე ძალიან განსხვავებულს და გამორჩეულს ხდის ის, რომ ძალიან პროფესიონალურად არის ორგანიზებული. მქონდა შეგრძნება, რომ ვიყავი პროფესიონალების გარემოში. მათ მიერ იყო მოწოდებული ინფორმაცია ისეთ საკითხებზე, რომლებზეც პასუხებს ვერ ვიღებდი, ამ ტრენინგის გავლის შემდეგ კი ყველა ჩემს კითხვას გაეცა პასუხი.
აუცილებლად უნდა ავღნიშნო, პროფესიონალები რომლებმაც ჩაგვიტარეს ტრენინგი. მათ აქვთ უზარმაზარი გამოცდილება, დაგვანახეს როგორ შეიძლება ნაკლები ხარვეზით გავაკეთოთ ეს ყველაფერი. გავეცანით ბევრ მიმართულებას, დავინახეთ რომ შესყიდვები არ არის ვიწრო სფერო და განვითარების საკმაოდ დიდი შესაძლებლობა აქვს.
კურსზე როდესაც მოვედი, მქონდა კონკრეტული საკითხი, რომელზეც გადაწყვეტილებას ვერ ვიღებდი, მაინტერესებდა ამ სფეროში მოღვაწე ადამიანები რა პლატფორმას იყენებდნენ შესყიდვებისთვის, რითი სარგებლობდნენ. მივიღე ბევრი ინფორმაცია, ახალი კონტაქტები და გარკვეყლი პროგრესიც მქონდა ჩემს ქეისზე
პრაქტიკაში ბევრი ახალი მიდგომა დავნერგე, ამასთან ერთად, დავიწყე რეპორტების გაკეთება, პრეზენტაციების მომზადება, შესაბამისად ყველაფერი უფრო თვალსაჩინო გახდა, რაშიც სწორედ ეს ტრენინგი დამეხმარა.
როგორც უკვე ავღნიშნე, ტრენინგზე მოსვლისას მქონდა კონკრეტული პრობლემა. ამ ტრენინგზე მიღებული საკონტაქტოები და ნეთვორქი დამეხმარა წინ წავსულიყავი კონრეტულ საკითხზე. მქონდა რამდენიმე შეხვედრა სწორედ იმ კომპანიებთან ვისი საკონტაქტოებიც მივიღე.
ყველას ვურჩევდი ვინც შესყიდვების მიმართულების მუშაობს. ჩვენი პროფესიის ადამიანებს რა ცოდნაც გვაქვს ყველაფერი პრაქტიკიდან ვისწავლეთ, საქმით და ბევრი შეცდომებით მივედით იქ, სადაც ახლა ვართ. ეს კურსი კი შესაძლებლობას გვაძლევს, რომ ამდენი რესურსის დახარჯვის გარეშე დავდოთ სასურველი შედეგი.