კ. ჩალაძის 13
+995 551 830 283
პროექტის "Sales and Mentorship"-ის მთავარი მიზანია გაყიდვების და კომუნიკაციის უნარების განვითარება მენტორშიფის პროგრამის დახმარებით, რომელიც მოიცავს გაყიდვების, მოლაპარაკების პროცესის სრულ ჯაჭვს, მომხარებელთან ეფექტური ურთიერთობის მართვას - პირველი კომუნიკაციიდან საბოლოო შეთანხმებამდე.
პროექტი მოიცავს სამენტორო პროგრამას, რომელიც გულისხმობს, წინასაწარ დასმული KPI-ების მენტორის მიერ ანალიზსა და შემოწმებას. მენტორი ყოველკვირეულად ინვიდუალურად ხვდება თითოეულ მონაწილეს და შეხვედრიდან შეხვედრამდე ასწავლის მენტორინგის ტექნიკებს და გასცემს უკუკავშირის. მიღებულ შედეგებსა და ანალიზს ყოველკვირეულად წარადგენს მენეჯმენტთან. სამენტორო პროგრამის ფარგლებში მონაწილეებს საშუალება ექნებათ აქტიურად დანერგონ და გადაიტანონ ახალი მეთოდები ყოველდღიურ საქმიანობაში.
ტრენინგის დასრულების შემდეგ, მონაწილეები შეძლებენ:
მიაღწიონ დასახულ ამოცანებს გაყიდვებში;
ეფექტური და ნაკლებად სტრესული გახადონ მომხმარებლებთან ურთიერთობა;
თვითანალიზის საფუძველზე შეძლებენ დაშვებული შეცდომებისა და ხარვეზების გამოსწორებას მოლაპარაკებებსა და გაყიდვებში;
ზუსტად და კონკრეტულად ეცოდინებათ, რა შესაძლებლობები აქვთ პოტენციურ მომხმარებელთან წარმატებული მოლაპარაკების მისაღწევად;
შეძლებენ ნასწავლი მასალა გაუზიარონ კოლეგებსა და ახალწვეულებს თავიანთ კომპანიაში.
პროექტის სილაბუსი მორგებული იქნება კომპანიის ინდუსტრიას და საჭიროებებს.
ტრენინგის ტექნიკური დეტალები შეთანხმებული და მორგებული იქნება დამკვეთის საჭიროებებს წინასაწრი შეხვედრებისა და გასაუბრების საფუძველზე.
ტრენინგის შემდეგ მონაწილეებს მივაწოდებთ ყველა გამოყენებულ მასალას. გამოყენებულ მასალას გავუზიარებთ დეპარტამენტის დირექტორებსაც, რომ გააგრძელონ სწავლების პროცესი ტრენინგის დასრულების შემდეგ, გრძელვადიანი შედეგების მისაღწევად.
კლიენტთან პირველი კონტაქტი
წინააღმდეგობების დაძლევა
ჯვარედინი გაყიდვები
პრეზენტაცია - როგორ იღებს ტვინი გადაწყვეტილებებს
განმეორებითი შეხვედრისთვის მომზადება - მიზნის დასახვა