
ანტიგაყიდვების ტრენინგის
მსვლელობისას:
ჯერ განვიხილავთ, რა არ მუშაობს გაყიდვებში, იმისათვის რომ
გავიგოთ რა მუშაობს.შევქმნით ისეთ სტრატეგიებს, რომლებიც რეალური და
პრაქტიკულია. შემდეგ გამოვცდით ზოგჯერ დავრეკავთ პოტენციურ
კლიენტებთან, ზოგჯერაც ერთმანეთში წავივარჯიშებთ და ვნახავთ, თავს ხომ
არ ვიტყუებთ?! მოვიცილებთ ვადაგასულ, ძველ მეთოდებს გაყიდვებში და
შევეცდებით, რომ ჩამოვაყალიბოთ ისეთი სისტემა, რომელიც
პრაქტიკულია, უნიკალურია და თანამედროვეა.
ტრენინგი
განკუთვნილია
მათთვის, ვისაც უშუალოდ უწევს
გაყიდვები, მომხმარებელთან სატელეფონო ურთიერთობა, შეხვედრების
დანიშვნა და მოლაპარაკება. ტრენინგი ძალიან მოსაწყენია მათთვის, ვისაც
სურს კიდევ ერთხელ დარწმუნდეს, რომ ყველაფერი იდეალურად იცის
გაყიდვებში.
პროგრამა მოიცავს:
გაყიდვის არხები და
საშუალებები
- სად არ ვეძებოთ პოტენციური კლიენტები
- სად ვეძებოთ პოტენციური კლიენტები
- როგორი გაყიდვების ძაბრი არ ვარგა ( და როგორი ვარგა)
- შეცდომები პოტენციური კლიენტის შეფასებისას
პოტენციურ კლიენტზე
გასვლის არხები
- არასაჭირო და საჭირო ინფორმაციები პოტენციურ კლიენტზე
- ვის არ მივმათოთ და ვის მივმართოთ კლიენტზე გასასვლელად
- კლიენტზე გასვლის არასწორი სტრატეგიები (როდის ვიტყუებთ თავს)
- დროის მახეები კლიენტზე გასვლისას
- პირველი ტექსტის მომზადება
- რატომ უნდა შეგხვდეს?
- რას ამბობენ შენი პირადი ჩანაწერები?
- რა არის შეხვედრის მიზანი?
- როდის არ დავრეკოთ?
- როგორ არ უნდა დავრეკოთ და რა არ უნდა ვუთხრათ?
- როგორ დავპოზიციონირდეთ და რა ვუთხრათ?
- როგორ არ გავებათ მახეებში პირველი ზარისას და შეხვედრისას
როგორ ვისაუბროთ შეთავაზებაზე
- რისი მოსმენა არ აინტერესებთ შენს პროდუქტზე
- პროდუქტი რომ არ ,,შევტენოთ"
- როგორ იღებს ტვინი გადაწყვეტილებებს - მოგისმინოს თუ არა
- როგორ ვისაუბროთ პროდუქტზე მარტივად
- რას დავპირდეთ და რას არა
პირველი კონტაქტის შემდგომი follow
up
- როგორ არ უნდა მოიქცე შეხვედრის შემდეგ
- კლიენტის საჭიროებების ანალიზი
- რა მოგეწონა და რა დაგაკელი?
- რა არის შენი შემდეგი ნაბიჯი?
- ბოლომდე მიყოლის გეგმა