ბლოგი
საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტი
14 თვისება რაც წარმატებულ ადამიანებს ახასიათებთ
2007 წლის შემდეგ გამოკითხეს 1,200 პროფესიონალები (გენერალური დირექტორები, ცნობადი სახეები, პოლიტიკოსეები და მწერლები), იმისათვის რომ დაედგინათ თუ რა საერთო თვისებები აქვთ იმ ადამიანებს, რომლებსაც შეიძლება წარმატებული ვუწოდოთ. კვლევის შედეგად გამოიკვეთა შემდეგი 14 საერთო თვისება, რომლებიც წარმატებულ ადამიანებს ახასიათებთ:
1. იციან თუ როდის უნდა დატოვონ თავიანთი ადგილი და როდის უნდა გააგრძელონ მუშაობა.
წარმატებულმა ადამიანებმა ზუსტად იციან თუ როდის უნდა გამოიცვალონ თავიანთი სამუშაო ადგილი, გახსნან ან დახურონ კომპანია. მათ აქვთ კარგი ინტუიცია და მიუხედავად მრავალი წინაღობისა არ ეშინიათ მიიღონ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები.

2. ისინი აკეთებენ იმაზე მეტს ვიდრე მათ მოეთხოვებათ.
თავიანთი სამუშაოს აღწერას, პროგრესული პიროვნებები ისე უყურებენ როგორც სამუშაოს დასაწყისს/შესავალს. მას შემდეგ რაც აუცილებელი საქმეს შეასრულებენ, ისინი ყოველთვის ეძებენ დამატებით შესასრულებელ ამოცანებს, რომელიც მათ განვითარებას ხელს შეუწყობს. ერთ ადგილზე ყოფნას ურჩევნიათ ყველაზე რთული დავალება აიღონ და გააკეთონ ის საქმე, რომელზეც უარს ნებისმიერი სხვა თანამშრომელი იტყვის.
3. მათ არ ეშინიათ დამარცხების.
ყველა წარმატებულმა ადამიანმა იცის რომ გამარჯვება „დაცემის“ გარეშე არ მოიპოვება. ისინი შინაგანად მზად არიან რომ გადალახონ წინაღობები და თითოეული წარუმატებლობა, გამოცდილების შესაძენ გაკვეთილად აქციონ, მაშინ როდესაც უმეტესობა უარს ამბობს თავის მიზანზე პირველივე იმედის გაცრუების დროს.
4. ისინი მართავენ საკუთარ ბედს.

ე.წ. „ბედი“ იმ ადამიანებს „სტუმრობს“, რომლებიც მუდმივად მუშაობენ საკუთარ თავზე და ცდილობენ მიაღწიონ წარმატებას. წარმატებას შემთხვევით არავინ არ აღწევს, იგი მხოლოდ განვითარებით, მონდომებით და თავდაუზოგავი შრომის შედეგად მიიღწევა.
5. ისახავენ რეალურ მიზნებს, რომლების მიღწევაც შესაძლებელია.

წარმატებული პიროვნებების დღე დილიდანვე დაგეგმილია, მათი მიზნები კი ძალიან კონკრეტული და რეალურად შესრულებადი არის. ეს ადამიანები სრულიად აკონტროლებენ თავიანთ შესაძლებლობებს და ზუსტად იციან რა არის ის მაქსიმუმი, რისი მიღწევაც მათ შეუძლიათ.
6. პასუხისმგებლობით ეკიდებიან თავიანთ საქმეს.

შრომისმოყვარე ადამიანები არ ეყრდნობიან და არ ავალებენ სხვა ადამიანებს რომ თავიანთი სამუშაო შეასრულონ. ისინი ყოველი ახალი ამოცანის ამოხსნისას თავიანთ თავში ეძებენ დამატებით რესურსებს და უნარებს, რომლებიც მისცემენ მათ საშუალებას რომ თავი გაართვან ახალ დავალებას. შეცდომის დაშვების შემთხვევაში მათ არ უჭირთ თავიანთო ნაკლის აღიარება და მისი გამოსწორების საშუალებების ძიება, იმისათვის რომ ერთხელ დაშვებული დანაკლისი მეორედაც არ განმეორდეს.
7. ცვლილებები წარმატებულ ადამიანების ინიციატივით ხდება, სიახლეები მათ არ ვნებენ.

ისინი არ ელოდებიან ახალ ეკონომიკურ მოდელებსა თუ კანონმდებლობას, იმისათვის რომ უკეთესობისკენ შეცვალონ თავიანთი რეალობა. ისინი თვითონ ქმნიან ახალ მოდელებს და აკეთებენ იმ ცვლილებებს, რომლებიც მათ სხვებზე წინ აყენებს.

8. ისინი ეძებენ გზებს რომ თანამედროვე პროფესიულ მოთხოვნებს შეესაბამებოდნენ.
პროგრესულ პიროვნებებს სურთ რომ მუდამ იყვნენ თანამედროვე მოთხოვნების შესაბამის ფორმაში. მათ კარგად ესმით რომ თუ უარყოფთ გარკვეულ ტენდენციებს, უკან დარჩები და შესაბამისად ლიდერებს შორის ადგილს დაკარგავ. იმისთვის რომ ეს ფაქტი რეალობად არ იქცეს ისინი მუდმივად ეძებენ ახალ იდეებს და ანვითარებენ თავიანთ თავს.
9. ახდენენ სწორ და ეფექტურ კომუნიკაციას ადამიანებთან.

თუ თქვენ დაუსვავთ კითხვას ნებისმიერ წარმატებულ ადამიანს თუ რას საქმიანობენ ისინი, მიიღებთ ძალიან კონკრეტულ და ამავდროულად დეტალურ პასუხს. ამ პიროვნებებმა იციან ვინ არიან, რას აკეთებენ და რისი სწამთ. მათ ახასიათებთ თვითდაჯერებულობა და თავდაჭერილობა, რომელიც მათ დგომის მანერაზეც კი აისახება.
10. სწორ კითხვებს უსვავენ საჭირო ადამიანებს.

განვითარებულმა ადამიანებმა იციან რომ ბევრი მათი პრობლემა ნაცნობების საშუალებით შეიძლება მოგვარდეს. მათ არ „ეშინიათ“ რომ დაურეკონ საუკეთესოდ ინფორმირებულ/ განათლებულ ადამიანს იმ კითხვებზე პასუხების მისაღებად, რაც მათ აქვთ. ასევე, ისინი ყოველთვის მზად არიან რომ სწორი კითხვები დასვან და აუცილებლობის შემთხვევაში, სხვებსაც გაუწიონ დახმარება.
11. მუდამ სწავლობენ და ცდილობენ რომ საკუთარი თავი კომფორტის ზონიდან გამოიყვანონ.

თუ ჩვეულებრივი ადამიანები ფიქრობენ რომ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ისინი მორჩებიან სწავლას, წარმატებულმა ადამიანებმა იციან რომ ისინი მთელ ცხოვრება სტუდენტები იქნებიან. ისინი, მუდამ ეძებენ ახალ ინფორმაციას და ახალ გამოცდილებას. მათ არ ეშინიათ რომ გამოცადონ ახალი ვითარებები და დაუშვან შეცდომები.
12. იციან საკუთარი ადგილი სამყაროში.

პროგრესული ადამიანები თავდაჯერებულები არიან და მათ შეუძლიათ არამარტო სხვების, არამედ პირველ რიგში საკუთარი თავის მართვა. მათ აქვთ თავიანთი ხედვა და მისია, რომლის შესრულებისჯენ ყოველდღე წინ მიიწევენ. მათ ასევე იციან თუ ვინ არიან ისინი, როგორც პიროვნებები, რისი კეთება არ მოსწონთ და შესაბამისად, მათ ძალიან კარგად აქვთ გათვიცნობიერებული თუ რაზე სურთ საკუთარი დროის დახარჯვა.

13. მათ მიზნის მისაღწევად გასავლელი გზა უფრო აინტერესებთ, ვიდრე მიზნიდან მიღებული ფინანსური მოგება.

წარმატებულ პიროვნებებს არ აინტერესებთ სწრაფად გამდიდრება. მათ მოსწონთ თავიანთი კარიერის აწყობა თავდაუზოგავი მუშაობის, რისკების საკუთარ თავზე აღების და კრეატიულობის გზით. მათ სურთ რომ გაიარონ წინაღობებით სავსე ბილიკი, რომელიც მათ მნიშვნელოვან  ადგილას მიიყვანთ.
14. ისინი არამხოლოდ მოიხმარენ არამედ, ქმნიან პროდუქტს.

სანამ სხვა ადამიანებები დაკავებულები არიან ელექტრონული ფოსტის კითხვით ან ტელევიზორის ყურებით, განვითარებული პიროვნებები ქმნიან ახალ პრეზენტაციებს და იდეებს.  ისინი ქმნიან პროდუქტს, რომელიც მომავალში სხვებისთვის აქტუალური იქნება.
წყარო: Business Insider
თარგმნა სალომე სილაგაძემ