ბლოგი
საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტი
ცამეტი რამ, რაც უნდა გააკეთო მნიშვნელოვან პრეზენტაციამდე თხუთმეტი წუთით ადრე

„შენმა გონებამ მუშაობა დაიწყო იმ მომენტიდან, რაც გაჩნდი და ის არასდროს გაჩერდება მანამ, სანამ არ წარსდგები საზოგადოების წინაშე რომ ისაუბრო.“ ჯორჯ ჯესსელი.


 

ზუსტად 15 წუთში შენ გაქვს მნიშვნელოვანი პრეზენტაცია. უკვე გრძნობ თუ როგორ გიჩქარდება გულის ცემა, გიცივდება ხელები და  თავში გერევა ძლივს დაწყობილი აზრები თუ სიტყვები-  პანიკაში ვარდები.

 

ეს ძალიან ნორმალური მოვლენაა, რადგან პრეზენტატორთა უმეტესობა, როგორც გამოუცდელი მოსაუბრეები ასევე ასაკოვანი სპეციალისტებიც, ერთხმად აღიარებენ რომ ნერვიულობის განცდა ჩვეული შეგრძნებაა სიტყვით გამოსვლამდე.

 

დარლინ ფრაისი, “Well Said, Inc.” – ის პრეზიდენტი და ავტორი წიგნის:”Well Said! Presentations and Conversations That Get Results,”აცხადებს რომ შიშის სიმპტომების მოშორების მაგიერ უნდა ვეცადოთ რომ ე.წ შიშის „პეპლები“ ჩვენ საკეთილდღეოდ გამოვიყენოთ.

 

მნიშვნელობა არ აქვს თქვენი გამოსვლა ჩვეულებრივ ოთახში, რამოდენიმე ადამიანის დასანახად ტარდება, თუ საკონფერენციო დარბაზში ათასობით მაყურებლის წინაშე, რადგან მოცემული 13 გზით, თქვენ ეფექტურ მენეჯმენტს გაუწევთ პრეზენტაციამდე დარჩენილ 15 წუთს. შესაბამისად, მოამზადებთ როგორც თქვენ გონებას, ასევე თქვენ სხეულსაც საუკეთესო შედეგის მისაღებად:

 

1. ესაუბრეთ საკუთარ თავს

დაარწმუნეთ თქვენი თავი საკუთარ წარმატებაში, სანამ სიტყვით წარსდგებით- ამბობს ფრაისი.

 

„ავიღოთ მაგალითი სპორტული ფსიქოლოგიის ექსპერტებისაგან. მათ დაამტკიცეს რომ თუ სპორტსმენი, შეჯიბრის დაწყებამდე და შეჯიბრის დროს საკუთარ თავს პოზიტიურად ამხნევებს და ახასიათებს, მისი მოგების შანსი ბევრად უფრო მაღალია, სტანდარტული შემთხვევებისგან გასნხვავებით.“

 

2. ძალიან საჭირო „საჭირო ოთახი“

„დაალაგეთ თქვენი პრიორიტეტები“ ამბობს ფრაისი „ მიუხედავად იმისა რომ ჩვეულებრივ დღეებში  ასეთ დროს თქვენი სხეულს არ  ჰქონდა ბუნებრივი მოთხოვნილებები, პრეზენტაციის წინ ნერვიულობის ფონზე ორგანიზმი სავარაუდოდ საპირისპირო რეაქციას მოგცემთ. რა საჭიროა გარისკო ასეთ დროს? როდესაც უბრალოდ წინასწარ არის შესაძლებელი ე.წ „საჭირო ოთახის“ საჭიროებების თავიდანვე თავიდან მოშორება:

 

3. შეხვდით და გაეცანით იმ პუბლიკას რომლის წინაშეც უნდა წარსდგეთ

მიესალმეთ და ესაუბრეთ, რაც შეიძლება ბევრ ადამიანს ღონისძიების დაწყებამდე. „ეს თქვენ დამსწრე საზოგადოებას დაანახებს რომ მეგობრული და მათთვის მისაღები პიროვნება ხართ“- აცხადებს ფრაისი.

 

„გაცნობითი საუბრის დროს თქვენ მიიღებთ ინფორმაციას სხვადასხვა პიროვნებებზე, მათი ინტერესის სფეროებზე და პრობლემებზე, რომლებიც თქვენ გამოსვლას უნდა დაესწრონ. დამსწრე საზოგადოებისგან მიღებული ინფორმაცია თქვენ დაგეხმარებათ არა მხოლოდ პუბლიკის წინაშე საუბრის შიშის დაძლევაში, არამედ პრეზენტაციის აქტუალური თემებით გაფორმებაშიც“

 

4. დაათვალიერეთ გამოსვლის ადგილი და შეამოწმეთ საჭირო ტექნიკის გამართულობა

როგორც პრეზენტატორი, თქვენ უნდა იცნობდეთ იმ გარემოს, სადაც ღონისძიების ჩატარება იგეგმება. მნიშვნელოვანია არამხოლოდ პრეზენტაციის ადგილის ცოდნა, არამედ თუ როგორ არის გადანაწილებული დამსწრეების დასაჯდომი ადგილები და თუ როგორ მუშაობს თქვენთვის საჭირო ელექტრომოწყობილებები, მაგალითად მიკროფონი.

 

დაათვალიერეთ პრეზენტაციის ლოკაცია  და დარწმუნდით, რომ თავს კოფორტულად გრძნობთ. „ეს ნაბიჯი დაანახებს საზოგადოებას, რომ თქვენ მათ წინაშე წარსადგენად მომზადებული ხართ და ასევე, უზრუნველყოფს იმ ფაქტს რომ პრეზენტაციამ ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე ჩაიაროს.

 

5. ისუნთქეთ ღრმად

რადგან ნერვიულობა კუმშავს მკერდის და ყელის კუნთებს, მნიშვნელოვანია რომ  დაძაბულობა მოიხსნათ. ამის მოხდენა კი შეიძლება სწორედ სუნთქვის მეშვეობით, როგორც ფრაისი ამბობს.

 

ღრმა ჩასუნთქვა „მაქსიმალური ოდენობის ჟანგბადს აწოდებს თქვენს ფილტვებს და ტვინს. შესაბამისად, ჩერდება ადრენალინის გამოყოფა და ორგანიზმი მშვიდდება“ ამბობს ამერიკელი ავტორი. სანამ თქვენ გამოსვლას დაიწყებთ, მიმართეთ აღნიშნული სუნთქვის ტექნიკას.

 

6. წარმოიდგინეთ პრეზენტაციის პირველი წუთი

არ აქვს მნიშვნელობა ჭკვიანურ გამონათქვამის, პირადი ისტორიის, შოკისმომგვრელი სტატიკის თუ რა შთამბეჭდავი სიტყვების გამოყენებას აპირებ გამოსვლის დაწყებისას – მთავარია დარწმუნებულად საუბრობდე პრეზენტაციის დროს.

 

დარლინ ფრაისი გვირჩევს, რომ მეტი დამაჯერებლობისათვის პრეზენტაციამდე უნდა წარმოვიდგინოთ  გამოსვლის პირველი წუთი და რამოდენიმეჯერ ჩვენ წარმოსახვის მეშვეობით გავიაროთ რეპეტიცია.

 

ეს ხერხი გვმატებს თავდაჯერებულობას საუბრის დაწყებისთანავე და ასევე გვეხმარება, რომ დავამყაროთ  თვალის კონტაქტი მსმენებლებთან, მივიპყროთ მათი ყურადღება და მოვახდინოთ შთაბეჭდილება.

 

7. კონცენტრირდით დადებით ფიქრებსა და გამოსახულებებზე

თქვენ გონებასა და ორგანიზმს შორის კავშირების შესწავლა , დაგეხმარებათ იმის მიღწევაში რომ საკუთარი ფიქრებით დადებითი გავლენა იქონიოთ და აკონტროლოთ თქვენივე სხეულის ფიზიკური რეაქციები.

 

შესაბამისად, სტრესის შემცირება შესაძლებელია დადებითი აზრების და გამოსახულებების წარმოდგენით.

 

აკონტროლეთ საკუთარი აზრები,  დაივიწყეთ ისეთ უარყოფითი ფიქრები როგორიც არის: „ ძალიან ვნერვიულობ და სავარაუდოდ დიდი მარცხი მელოდება წარდგენის მერე“ და ჩაანაცვლეთ ისეთი დამოკიდებულებით, როგორიც არის „მე ვარ ექსპერტი“, „მე ვარ მონდომებული და საინტერესო მოსაუბრე“ ან „ მე ვარ დამაჯერებელი პრეზენტატორი“

 

8. დალიეთ თბილი ან ოთახის ტემპერატურის წყალი (სასურველია ლიმნით)

ეს ხერხი გაგიქრობთ პირის სიმშრალის შეგრძნებას და გაგისუფთავებთ ყელს.

 

სპეციალისტები გირჩევენ, რომ პრეზენტაციის წინ მოერიდოთ ცივ საკვებსა და საჭმელს, რძის პროდუქტებს და გაზიან სასმელებს. ასევე, შეეცადეთ რომ თქვენი გამოსვლის დროს წყლის ბოთლი თქვენთვის მარტივად ხელმისაწვდომ ადგილას იმყოფებოდეს.

 

9. სამი ჭეშმარიტება დამსწრე საზოგადოების შესახებ

ვიდრე დაიწყებთ საუბარს, შეახსენეთ საკუთარ თავს რომ:

 

„დასმწრე საზოგადოებას სჯერა რომ თქვენ  ექსპერტი ხართ“. მაყურებლები  საპრეზენტაციო თემის აღიარებულ პროფესიონალად აღგიქვავენ და რომ სხვა შემთხვევაში სპიკერად არავინ მოგიწვევდათ. თან,  იმაზე მეტი ინფორმაცია გაქვთ წარსადგენ თემაზე ვიდრე მათ აქვთ.

 

„მაყურებლებს სურთ, რომ ჩემმა პრეზენტაციამ კარგად ჩაიაროს“, რადგან თვითონ საზოგადოების წევრები არიან თქვენივე მხარდამჭერები. მათ სურთ და ისინი ასევე მოელიან რომ თქვენი გამოსვლით ღონისძიება უფრო მეტად საინტერესო, ინფორმატიული და დასამახსოვრებელი გახდება. როგორც ფრაისი ამბობს „ არავის არ სურს თავისი დროის ფუჭად დაკარგვა“

 

„დამსწრეებმა არ იციან თუ რაზე უნდა ვისაუბრო“, ამიტომ მიუხედავად იმისა თუ საუბრისას შეცდომას დაუშვებთ, არ შეაჩეროთ თქვენი პრეზენტაცია,გააგრძელეთ  თქვენი გამოსვლა ჩვეულ რიტმში რადგან საზოგადოება ვერ მიხვდება დაშვებულ შეცდომას.

 

10. მსუბუქი ვარჯიში

პრეზენტაციამდე, მშვიდ ადგილას გააკეთეთ მსუბუქი სავარჯიშო მოძრაობები. ასევე, შეგიძლიათ გაისეირნოთ უახლოეს დარბაზში, რადგან ამ მოქმედებით დაკარგავთ ზედმეტ ენერგიას, და ამავდროულად ტვინს მიაწოდებთ დამატებითი ჟანგბადის რაოდენობას.

 

11. გამოსვლამდე 5 წუთით ადრე დაიკავეთ მდგომარე პოზიცია

თუ თქვენ საღამოს წამყვანი და ერთადერთი პრეზენტატორი ხართ, შეგიძლიათ ეს პუნქტი ამოიღოთ თქვენი სიიდან, რადგან  თქვენ მაინც მთელი საღამოს განმავლობაში მოგიწევთ დგომა. თუმცა, თუ თქვენი გამოსვლა რამოდენიმე სპიკერის პრეზენტაციის შორის არის, მაშინ უბრალოდ გადახედეთ საღამოს  პროგრამას და თქვენ პრეზენტაციამდე 5 წუთით ადრე ფეხზე ადექით.

 

სპეციალისტების თქმით, მჯდომარე პოზიციას სხეული და გონება პასიურ, არააქტიურ პოზიციაში გადაყავს. ფეხზე ადგომით, თქვენ წინასწარ შეძლებთ ენერგიის მოკრებვას, ორგანიზმის გავარჯიშებას და კონცენტრირებას.

 

12. ინფორმაცია როგორც საჩუქარი

ყველა ადამიანში გარკვეული დოზით ცხოვრობს ალტრუისტი. გაიხსენეთ თუ გქონიათ შემთხვევა, როდესაც ნერვიულობდით როცა თქვენ მეგობარს მიაწოდეთ მისი დაბადების დღის საჩუქარი? არა ! გაცემის დროს მხოლოდ სიხარულს თუ შეიგრძნობთ.

 

როგორც პრეზენტატორი, იფიქრეთ რომ თქვენი პრეზენტაცია არის საჩუქარი დამსწრე საზოგადოებისათვის. ეს არის ლამაზი ყუთი, რომელიც სავსე არის საჭირო ინფორმაციით, გამოსადეგი აზრებით და მნიშვნელოვანი შინაარსით. თქვენი ქვეცნობიერი დამოკიდებულება საჩუქრების მიმართ გაგაძლიერებთ და გაგათავისუფლებთ. იგი, თქვენ ყურადღებას გადაიტანს სხვა ადამიანებზე და მათი პრეზენტაციის მეშვეობით დახმარების საჭიროებაზე.

 

13. გაიღიმეთ

ეს არის მარტივი რეცეპტი თქვენი ბედნიერებისა როგორც სამსახურში, ასევე ყველგან.

 

შეინარჩუნეთ დადებითი და სასიამოვნო გამომეტყველება სახეზე სანამ საუბარს დაიწყებთ.

 

ღიმილი არამარტო ამშვიდებს ორგანიზმს, არამედ  ტვინში წარმოიქმნება სპეციალური ენდორფინები, რომელიც ამშვიდებს ნერვებს, ქმნის პოზიტიურ განწყობილებას და კარგად ყოფნის შთაბეჭდილებას.

 

ამასთან, ერთად ღიმილი მიუთითებს პიროვნების თავდაჯერებულობაზე. ის, აჩვენებს პუბლიკას რომ თქვენ გიხარიათ რომ მათ წინაშე უნდა ისაუბროთ იმ საკითხზე, რომელიც მოგწონთ და გაინტერესებთ.

 

წყარო: Business Insider

 

თარგმნა სალომე სილაგაძემ