Sales MBA
                                    
                     
    alt
Sales MBA არის კომპანია „საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტის“ პროექტი რომელიც უკვე 3 წელია წარმატებით ხორციელდება
და 2020 წლის 4 მარტიდან იწყებს მეოთხე ნაკადის მონაწილეების მიღებას.

პროექტი განკუთვნილია 26 წლამდე ახალგაზრდებისთვის. პროექტი მოიცავს 6 თვიან სწავლებას გაყიდვების მიმართულებით და დასაქმების პროგრამას.

• კურსს სრულად აფინანსებს ,, International Sales Institute", შესაბამისად სწავლება არის უფასო.
• სწავლება მიმდინარეობს მხოლოდ კვირა დღეს.
• კურსზე მიიღება მხოლოდ 17 მონაწილე.
• და რაც მთავარია, კურსზე მოხვედრა ავტომატურად გულისხმობს
„საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტის“ პარტნიორ კომპანიებში ანაზღაურებადი სამუშაოს დაწყებას გაყიდვების დეპარტამენტში.

პარტნიორი კომპანიების არასრული ჩამონათვალი: "ლიბერთი ბანკი", "კრისტალი," "ემ-კვადრატი", "თიბისი დაზღვევა", და ა.შ.
Sales MBA-ს პირველი და მეორე ნაკადის  კურსდამთავრებულები მუშაობენ ისეთ კომპანიებში, როგორებიც არის: "ლივინგსტონი", 
"ორიენტლოჯიკი", "ჯი-არ-სი", "პალიტრა მედია" და სხვა.
 
 
სწავლების პროცესი:
 
 Sales MBA-ის მეოთხე  დაიწყება 2020 წლის 26 აპრილიდან და მოიცავს 6 თვიანი თეორიულ-პრაქტიკული სწავლების და აქტიუტი დასაქმების პროცესს.
 სწავლებას ექნება პრაქტიკული ტრენინგის ფორმატი და გაიმართება ყოველ კვირა დღეს  11:00სთ-დან 17:00სთ-მდე.

კურსის ძირითადი თემები:

• საცალო გაყიდვები
• კომუნიკაციის ტექნიკები
• საცალო გაყიდვები
• კორპორაციული გაყიდვები
• ონალინ გაყიდვები და მარკეტინგი
• Case study და სწავლების პრაქტიკული ნაწილი
• Business English for Sales 

აპლიკაციის მიღების პირობები:
 აპლიკანტი უნდა იყოს სრლუწლოვანი 26 წლამდე ახალგაზრდა. 
 მიმდინარედ არ უნდა იყოს დასაქმებული არცერთ სექტორში.
 უნდა ფლობდეს საკომუნიკაციო ინგლისურის მინიმალურ დონეს
 სქესს, საცხოვრებელ ადგილს, სასწავლებელს და აკადემიურ მოსწრებას არ აქვს მნიშვნელობა.
 უფროს კურსელებს მიენიჭებათ უპირატესობა.
 
 შერჩევა/გასაუბრების ეტაპები:
I ეტაპი  - რეზუმეების გადარჩევა  
II ეტაპი - პირისპირ გასაუბრება 
III ეტაპი - ჯგუფური გასაუბრება 
IV ეტაპი - საბოლოო კანდიდატების შერჩევა და პარტნიორ კომპანიებში გადანაწილება.
 
 
დაინტერესებულმა პირებმა 27 მარტის ჩათვლით რეზუმეები უნდა გამოგზავნონ შემდეგ მისამართზე: MBA@isi.ge