src="https://www.facebook.com/tr?id=352094352371757&ev=PageView&noscript=1" />
უძრავი ქონების გაყიდვები
უძრავი ქონების გაყიდვები

ბოლო პერიოდში უძრავი ქონების გაყიდვები მკვეთრად გართულდა. სწორედ ამიტომ, უმნიშვნელოვანესია ამ სფეროში დაკავებულ ორგანიზაციებს ეფექტური გაყიდვების სტრატეგია ჰქონდეთ.

კურსს გაუძღვებიან პრაქტიკოსი ტრენერები:

სალომე ლაზიშვილი კომპანია  „m2 დეველოპმენტის“ გაყიდვების დირექტორი, დავით ჩიკვაიძე „საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტის“ დამფუძნებელი და ტრენერი, თორნიკე გურული ტრენერი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.



კურსი განკუთვნილია: 

გაყიდვების მენეჯერებისთვის, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული უძრავი ქონების გაყიდვებში
მათთვის, ვისაც სურვილი აქვს უძრავი ქონების გაყიდვების მიმართულებით დასაქმდეს
კომპანიის ხელმძღვანელებისთვის, რომლებიც ახალ გზებს ეძებენ უძრავი ქონების გაყიდვების გასაზრდელად. 

პროგრამა მოიცავს:

უძრავი ქონების გაყიდვების სრულ ციკლს: როგორ მოვამზადოთ პროდუქტი გასაყიდად, როგორ ვმართოთ გაყიდვების პროცესი ეფექტურად და როგორ ვაწარმოოთ გაყიდვების შემდგომი კომუნიკაცია მომხმარებელთან.
 
კურსის განმავლობაში მონაწილეებს ექნებათ საშუალება გამართონ რეალური მოლაპარაკებები პოტენციურ კლიენტებთან და თეორიული ცოდნა მოარგონ თავიანთ პრაქტიკულ შემთხვევებს.
 
 
I შეხვედრა  

აუცილებლად გასავლელი ნაბიჯები გაყიდვების პროცესის დაწყებამდე

• როგორ შევქმნათ მარტივად გასაყიდი პროდუქტი
• მარკეტინგის და გაყიდვების როლი პროდუქტის შექმნაში
• რა გვჭირდება უძრავი ქონების მარტივად გასაყიდად
• როგორ დავზოგოთ დრო და გავყიდოთ დისტანციურად
 
 
II შეხვედრა

 პროექტის გაყიდვების გეგმის შემუშავება 

• სხვადასხვა პერიოდებზე მორგებული გაყიდვების გეგმა და წლის პრიორიტეტები 
• ვისთან უნდა ვითანამშრომლოთ აუცილებლად, რომ გავყიდოთ მეტი
• გაყიდვების დასასტიმულირებელი აქტივობების დაგეგმვა
• საიმიჯო კომუნიკაცია

 
III შეხვედრა

 გაყიდვების გუნდის შერჩევა/გადამზადება

• გაყიდვების „შენეული“ სტანდარტის მომზადება
• როგორ შევარჩიოთ კარგი გაყიდვების მენეჯერი
• გაყიდვის პროცედურა ტექნიკურად
• საჭიროა თუ არა გაყიდვების მენეჯერის შეფასება
 
 
IV შეხვედრა

პირველი კონტაქტისთვის მზადების პროცესი 

• პირველი ტექსტის მომზადება
• რატომ უნდა შეგხვდნენ?
• რას ამბობენ შენი პირადი ჩანაწერები?
• რა არის შეხვედრის მიზანი?

 კლიენტთან პირველი კონტაქტი 

• პირველი ზარი - 5 წამის პრინციპი
• რას ვყიდით პირველი კონტაქტისას?
• როგორ დავპოზიციონირდეთ პირველი ინტერაქციისას.
• ვის ტერიტორიაზე შევხვდეთ ?
• როგორ ვასწავლოთ თანამშრომლებს პირველი ზარის პრიციპი.

პროდუქტი/პრეზენტაცია - როგორ იღებს ტვინი გადაწყვეტილებებს

• როგორ ვისაუბროთ ჩვენს პროდუქტზე
• თვისებები, უპირატესობები თუ ემოციები?
• ისტორიები ,,ბედნიერ“ კლიენტებზე
• რა სარგებლის მოტანა შეგიძლიათ კლიენტისთვის?
 
V შეხვედრა 

გაყიდვიდან ბინის ჩაბარებამდე

• როდის აღარ ხარ „დედა“ მობინადრისთვის
• როდის უნდა დაამთავრო კომუნიკაცია არსებულ მობინადრესთან 
• რას ვპირდებით და რას ვაბარებთ მობინადრეს
• არსებული კლიენტების ბაზა

VI შეხვედრა 

• როგორ ჩამოვაყალიბოთ მარკეტინგის სტრატეგია
• როგორ წარმოვადგინოთ სამშენებლო/დეველოპერული კომპანია სოციალურ მედიაშია
• მარკეტინგული ინსტრუმენტების გამოყენება გაყიდვების გაზრდისთვის
• მარკეტინგის ბიუჯეტის შედგენა




ტრენინგის ხანგრძლივობა: 6 შეხვედრა (18 საათი)
დაწყების დრო: 19:00 სთ
ტრენინგის ღირებულება: 980 ლარი (ყველა გადასახადის ჩათვლით)
შეხვედრები ჩატარდება:  სასტუმრო "ბილტმორში"